„ნაციონალურ მოძრაობასთან“ ან მასთან ასოცირებულ პარტიებთან თანამშრომლობას ნამდვილად არასდროს განვიხილავთ, - განაცხადა საქართველოს პრემიერ მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში და დაამატა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ არის პოლიტიკური ძალა, რომელმაც უზარმაზარი ზიანი და ტკივილი მოუტანა ქართულ სახელმწიფოს.
მან იმ კრიტერიუმებზე ისაუბრა, რომლითაც მმართველი გუნდი ოპოზიციასთან თანამშრომლობის შემთხვევაში იხელმძღვანელებს.
„რა თქმა უნდა, ჩვენ გვექნება პრინციპული კრიტერიუმები. მათ შორის იქნება ჩვენი საგარეო მისწრაფებები, ევროპული და ევროატლანტიკური კურსი, ჩვენი ხედვა, რომ საქართველოს აქვს ორი ყველაზე მტკივნეული გამოწვევა ოკუპაციისა და სიღარიბის სახით. შესაბამისად, ნებისმიერი პოლიტიკური ინიციატივა თუ რეფორმა უნდა იყოს მიმართული ამ ორი ყველაზე მტკივნეული გამოწვევის დაძლევაზე და რა თქმა უნდა – განათლება, როგორც ეროვნული იდეა, როგორც ერთადერთი გარანტი იმისა, რომ 21-ე საუკუნეში საქართველო იქნება წარმატებული“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
მან ასევე თქვა, რომ ერთადერთი, ვინც კოალიციის შექმნის საჭიროებაზე 2020 წლის ოქტომბერში გადაწყვეტილებას მიიღებს, ქართველი ხალხი იქნება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.