შალვა ნათელაშვილი: „ვუყურებ ახლა ანთებულ ხალხს რუსთაველზე და ვფიქრობ, რა მარტო ვიყავი 2011-12 წლებში, როცა ივანიშვილი მოდიოდა მესიად“
25-06-2019, 09:39

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

პარლამენტის შენობასთან, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციებს სოციალურ ქსელში ეხმაურება „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი შალვა ნათელაშვილი.

 

 

„ვუყურებ ახლა ანთებულ ხალხს რუსთაველზე და ვფიქრობ, რა მარტო ვიყავი 2011-12 წლებში, როცა ივანიშვილი მოდიოდა მესიად. და შემდეგაც როცა ხალხს ვუწოდე ივანიშვილის ფულზე აცუნდრუკებული ერი, ხომ საერთოდ მომიძულეს, აჯანყება შიგნით პარტიაში, ბიძინასგან ნაყიდი ჩემები რომ მეგონა მათი. რაღა შორს წავიდე და ნათესავ-ბიძაშვილებმა დამკარგეს როგორც უპერსპექტივო. რაღა არ გავხდი - ნაცებთან შეკრული, მევახშე, ქვეყნის მტერი, მასხარა, ზოგს ვებრალებოდი, მომხრეებს რცხვენოდათ ხმამაღლა მხარდაჭერა. დღეს საქართველო კი არა, უკვე მთელი მსოფლიო იმას ლაპარაკობს, რის გამოც მე და ჩემმა ოჯახმა ბართლომესა და გავრილოვის ღამეები გავატარეთ წლები. მიხარია------რა თქმა უნდა, ერის გადასარჩენად ცაა გახსნილი, მაგრამ, მაგრამ გულზე მიყენებულ იარებს უსამართლოს და ბოროტულს ვეღარაფერი გაამთელებს ისე დავტოვებ ამ ქვეყანას. თუმცა ამ ტკივილებს ღმერთთან წავიღებ და ის მომიშუშებს“, წერს ნათელაშვილი.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი