საქართველოსა და პოლონეთის პრეზიდენტებს შორის სატელეფონო საუბარი შედგა.
სატელეფონო საუბარი ანდჟეი დუდას ინიციატივით გაიმართა. ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე საუბრისას პოლონეთის პრეზიდენტმა საქართველოს გვერდში დგომა და დახმარება აღუთქვა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, ასევე აღნიშნა, რომ პოლონეთი საქართველოს მეგობარია. პრეზიდენტმა განაცხადა, რომ სიტუაცია წყნარდება და მმართველ პარტიას სურს შეასრულოს საპროტესტო აქციის მოთხოვნა, რომელიც საარჩევნო სისტემის ცვლილებას უკავშირდება.
საქართველოს პრეზიდენტმა, თავის მხრივ, მადლობა გადაუხადა პოლონელ კოლეგას გვერდში დგომისა და ქვეყნის ევროინტეგრაციის გზაზე მხარდაჭერისთვის. საუბრის ბოლოს სალომე ზურაბიშვილმა იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს ბევრი პოლონელი ტურისტი ესტუმრება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.