დაპირისპირება პარლამენტში - ოპოზიციამ სხდომათა დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვა
25-06-2019, 12:27

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

პარლამენტში დაპირისპირება მოხდა. პლენარული სხდომა საკანონმდებლო ორგანოში ხმაურითა და უმრავლესობისა და ოპოზიციის წარმომადგენლების ურთიერთსაწინააღმდეგო განცხადებებით დაიწყო.

 

 

მას შემდეგ, რაც ოპოზიციამ უარი მიიღო დღის წესრიგში ,,ევროპული საქართველოს" რეზოლუციის პროექტის განხილვაზე, რომელსაც მხარს უჭერდა ასევე ,,ნაციონალური მოძრაობა" და რომლის მიხედვითაც, შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას თანამდებობრივი პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დამდგარიყო, ოპოზიციის წარმომადგენლებმა სხდომათა დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვეს.

 

 

ვიდრე დეპუტატები სხდომათა დარბაზს დატოვებდნენ, ვითარება უკიდურესად დაძაბული იყო. დაპირისპირება ფრაქცია ,,ქართული ოცნების" თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განცხადებას მოჰყვა.

 

 

მდინარაძემ ოპოზიცია 20 ივნისის ღამეს განვითარებული მოვლენების პროვოცირებაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ ახლა ისინი დესტრუქციულ ქმდებებს საკანონმდებლო ორგანოში განაგრძობენ.

 

 

„პასუხისმგებლობა აიღეთ იმაზე რაც გააკეთეთ, რასაც აკეთებთ და რასაც მოჰყვა ის საშინელება რაც ხდება ქვეყანაში. ხმას დაუწიეთ, არ მოგწონთ ხო ეს ამბავი? რაც გააკეთეთ, როგორ ისარგებლეთ ადამიანების გულწრფელი ემოციით, როგორ ისარგებლეთ, როგორ გინდათ დესტრუქცია და გადატრიალებები ამ ქვეყანაში. გინდათ გადატრიალება ამ ქვეყანაში, ნიკა მელია, დაჯექი, შენ ხარ მთავარი უბედურება ამ ქვეყნის მიხეილ სააკაშვილთან ერთად", მიმართა მდინარაძემ პოლიტიკურ ოპონენტებს.

 

 

ამის შემდეგ, დეპუტატები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. პარლამენტის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა, თამარ ჩუგოშვილმა ათწუთიანი ტექნიკური შესვენება გამოაცხადა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი