თბილისის ათივე რაიონის გამგეობა უამინდობის დროს დაზარალებულ ოჯახებს დაეხმარება
25-06-2019, 13:00

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ძლიერმა ქარმა და უამინდობამ თბილისის სხვადასხვა რაიონში გარკვეული პრობლემები შექმნა. ზარალის აღმოფხვრასა და შესაბამისი ღონისძიებების გატარებაში ათივე რაიონის გამგეობა აქტიურადაა ჩართული.

 

 

ისნის რაიონში, ირბახის ქუჩა N18-ში ძლიერმა ქარმა საცხოვრებელ სახლს სახურავი გადახადა, რის გამოც, აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოთხსულიანი ოჯახი უსაფრთხოების მიზნით, რაიონის გამგეობამ სასტუმროში გადაიყვანა. ამავე მისამართზე დაზიანებულია მსუბუქი ავტომანქანაც. ადგილზე მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა, რომლის დახმარებითაც, სამუშაოები მიმდინარეობს. შემთხვევის შედეგად, არავინ დაშავებულა.

 

 

დედაქალაქში მოსული უხვი ნალექისა და ძლიერი ქარის გამო, თბილისის მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახურები საგანგებო რეჟიმში ამ დრომდე მუშაობენ. ქუჩები ძლიერი ქარისა და წვიმის შედეგად წაქცეული ხეებისგან და ჩამოტანილი ქვა-ღორღისგან იწმინდება. ადგილზე მუშაობენ „თბილსერვის ჯგუფისა“ და „ეკოსერვის ჯგუფის“ თანამშრომლები.

 

 

ასევე, მობილიზებულია ტექნიკა.

 

 

უამინდობის დროს, დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში ძირითადად, საცხოვრებელი სახლების სახურავები დაზიანდა. ასევე, რამდენიმე სახლის პირველ სართულზე წყალი შევიდა. შესაბამისი სამსახურების მიერ სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ, რეაგირება უმოკლეს დროში განხორციელდა.

 


გარდა ამისა, ძლიერმა ქარმა სხვადასხვა რაიონში ხეები მოტეხა, რომლის დროსაც, რამდენიმე ავტომანქანა და გაზის მილი დაზიანდა. დაზარალებული ოჯახების დახმარებას გამგეობები უზრუნველყოფენ.

 

 

რაც შეეხება სხვა სახის ღონისძიებებს, მიმდინარეობს ზარალის აღწერა და სტიქიის შედეგების აღმოსაფხვრელად, შესაბამისი ინფრასტრუქტურული სამუშაოები ჩატარდება.

 

 

ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი