ონის მერმა, ემზარ საბანაძემ მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები მოინახულა
25-06-2019, 14:03

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ონის მუნიციპალიტეტის მერმა ემზარ საბანაძემ, სივრცითი მოწყობის და ინფრასტრუქტურის სამსახურის წარმომადგენელთან ერთად, ონის მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები მოინახულა:

 


ქ. ონში ი.სხირტლაძის ქუჩის და საზოგადოებრივი სივრცეების კეთილმოწყობის პირველი ეტაპის სამუშაოები. დღეის მდგომარეობით, მიმდინარეობს არსებული ღობეების დემონტაჟი და საფუძვლის გრუნტით დამუშავება, რკინა ბეტონის მოსაწყობად. შემსრულებელი: შ.პ.ს "იერი". ღირებულება: 1440000 ლარი.

 

 

ონის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალაში მინერალური წყლის კეთილმოწყობის სამუშაოები. დღეის მდგომარეობით, მიმდინარეობს შესაბამისი სამუშაოები დეკორატიული ღობის მოსაწყობად. შემსრულებელი: შ.პ.ს "ჯე-ტა". ღირებულება: 18172 ლარი.

 


ქ. ონში ზ. ქაფიანიძის II ჩიხის დაზიანებული ღელის კალაპოტის მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები. დღეის მდგომარეობით, გზის 100 მ მონაკვეთის დამუშავება, ბეტონის ბილიკის მოწყობის და ფერდობზე ქვის დამჭერი მავთულ-ბადის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. შემსრულებელი: შ.პ.ს "ჯე-ტა" ღირებულება: 8757.96 ლარი.

 


მერი გაესაუბრა ზ.ქაფიანიძის ქუჩაზე მცხოვრებ მოსახლეობას და აღნიშნა, რომ უახლოეს მომავალში დაგეგმილია ქალაქში და სხვა ფერდობიან მონაკვეთებზე რკინა - ბეტონის დამცავი კედლისა და სანიაღვრე არხის სრული რეაბილიტაცია.

 

 

ინფორმაციას ონის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი