არჩილ თალაკვაძე პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე აირჩიეს
25-06-2019, 15:11

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

არჩილ თალაკვაძე პარლამენტის თავმჯდომარედ დაამტკიცეს. გადაწყვეტილება დეპუტატებმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ცოტა ხნის წინ მიიღეს.

 

 

თალაკვაძის კანდიდატურას საკანონმდებლო ორგანოს ხელმძღვანელი პირის პოსტზე მხარი 94-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგი კი, არც ერთი ყოფილა.

 

 

სხდომას არ ესწრებოდა საპარლამენტო ოპოზიცია, რომელმაც დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვა.

 

 

არჩილ თალაკვაძე აღნიშნულ თანამდებობამდე, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის თანამდებობას იკავებდა.

 

 

რაც შეეხება პირველი კანონმდებლის პოსტს, ის ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც 20 ივნისს განვითარებული მოვლენების შემდეგ, თანამდებობა ირაკლი კობახიძემ დატოვა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი