კობა კობალაძე: „პასუხი უნდა აგონ მათ, ვინც საფუძველი ჩაუყარა 20 ივნისის არეულობის ინსცენირებას“
25-06-2019, 15:00

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ქართული ოცნება - ძლიერი საქართველოსთვის“ საპარლამენტო ფრაქციის წევრი კობა კობალაძე პარლამენტის პლენარულ სხდომაზე 20 ივნისს განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა.

 

 

„არავისზე ნაკლებად შეურაცხყოფილები არ ვართ ჩვენ, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის მებრძოლთა შემადგენლობა, როდესაც საკანონმდებლო ორგანოს სპიკერის სავარძელში ვიხილეთ ჩვენი მოწინააღმდეგე და აგრესორი ქვეყნის წარმომადგენელი. ჩვენ შესაბამისი შეფასება და განცხადებები მივუძღვენით ამ შემთხვევას, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ გავრილოვი წავიდა, თავის გზას ეწია და ჩვენ აქ ქვეყანა დავანგრიოთ.

 

 

მსურს, გამოვეხმაურო ჩვენს გულანთებულ ახალგაზრდებს, მათ ჯანსაღ პროტესტს, რაც რუსი დეპუტატის მიერ საქართველოს პარლამენტში ფორუმის გახსნას მოჰყვა. ჩვენს გუნდს პოლიტიკური პასუხისმგებლობა არ აუცილებია, გადადგა ერთ-ერთი უმაღლესი თანამდებობის პირი, უფლებამოსილება მოიხსნა დეპუტატმაც, რომელიც ამ ფორუმის ორგანიზატორი იყო. გარდა ამისა, მიდის სამართლებრივი შეფასება ამ მოვლენების.

 

 

მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს პოლიციელებს. მათი ქმედება იყო ლეგიტიმური. როგორც ვნახეთ, იყო რაღაც გადაცდომები მათ ქმედებაში, ამაზე შესაბამისი შეფასებები მოხდება, მაგრამ თითოეულმა ჩვენგანმა გავიაზროთ ის, რომ შემოვარდნილიყვნენ უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში, რა პროცესები მოჰყვებოდა ამას ქვეყანაში. ჩვენს ოპონენტებს აქვთ ამის დიდი გამოცდილება, როდესაც თავიანთ გარკვეულ ისტერიულ ფონზე წამოიკიდებენ სხვადასხვა შემადგენლობას, მათ შორის, ახალგაზრდებს, კრიზისულ სიტუაციას მიატოვებენ, შემდეგ კი დამრიგებლის ტონით გვესაუბრებიან.

 

 

რომელ მეგობრობაზეა საუბარი რუსეთის ფედერაციასთან, თან ვისი მხრიდან არის ამაზე მინიშნება ან რომელ შედარებაზეა საუბარი 7 ნოემბრისა და 26 მაისის მოვლენებთან? 20 ივნისის მოვლენების დინამიკას თუ გავიხსენებთ, აღმოვაჩენთ, რომ რამდენჯერმე იყო იერიში მიტანილი პირდაპირ კორდონზე, რამდენიმე ათეული სამართალდამცავი იყო გატაცებული რიგიდან, 97 სამართალდამცავია დაზიანებული.

 

 

ჩვენთვის უდიდესი ტკივილია იმ ახალგაზრდების დაზიანება და პასუხი უნდა აგონ მათ, ვინც საფუძველი ჩაუყარა ამ არეულობის ინსცენირებას,“ განაცხადა კობა კობალაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი