ნინო გოგუაძემ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე რუსეთის დელეგაციის უფლებამოსილების გასაჩივრების საკითხი დააყენა
25-06-2019, 14:58

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს დელეგაციის წევრმა, ნინო გოგუაძემ რუსეთის დელეგაცის უფლებამოსილების საკითხი გაასაჩივრა.

 

 

პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, საკითხის გასაჩივრებისას, საქართველოს პარლამენტის წევრმა რუსეთის აგრესიულ ქმედებებზე ისაუბრა, მათ შორის - რუსეთის მხრიდან საქართველოს ტერიტორიების - აფხაზეთის და ცხინვალის ოკუპაციის და ყირიმის ანექსიის შესახებ, ადამიანის ფუნდამენტური უფლებების სისტემატიური დარღვევის შემთხვევებზე სევასტოპოლში, ყირიმში, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე.

 

 

საკითხის შესწავლას საქართველოს დელეგაციასთან ერთად მხარი დაუჭირეს დიდი ბრიტანეთის, უკრაინის, პოლონეთის ესტონეთის ლიეტუვას, ლატვიის და სხვა ქვეყნების პარლამენტის წევრებმა.

 

 

საპარლამენტო ასამბლეამ გაიზიარა საქართველოს დელეგაციის წევრის წინადადება და დაიწყო საკითის შესწავლა რუსეთის მხრიდან ევროსაბჭოს ფუნდამენტური პრინციპების დარღვევის საკითხებზე.

 

 

„ჩვენ ყველა შესაძლებლობას გამოვიყენებთ, რომ რუსეთის დელეგაციას მუდმივად შევახსენოთ, რომ როგორც აგრესორ და ოკუპანტ ქვეყანას ვერ ექნება საპარლამენტო ასამბლეის მუშაობაში სრულფასოვნად მონაწილეობის შესაძლებლობა. საქართველოს ოკუპაცია, ათასობით ადამიანის დევნილობაში ცხოვრება მუდმივად იქნება ასამბლეაში განხილვის საკითხი", განაცხადა ნინო გოგუაძემ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი