გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერი გრიგოლ ვაშაძე ხელისუფლებას პარლამენტის შენობის წინ შეკრებილი ადმაიანების მოთხოვნების შესრულებისკენ მოუწოდებს.
ცოტა ხნის წინ გამართულ საგანგებო ბრიფინგზე ვაშაძემ პარლამენტში დღეს განვითარებული მოვლენებიც შეაფასა და მას უნიჭოდ დადგმული ზეიმი უწოდა.
„დღეს სახალხო პროტესტის მეექვსე დღე არის და ყველა საღად მოაზროვნე ადამიანს იმედი გვქონდა, რომ პარლამენტის პირველივე სხდომაზე იმ საკითხების განხილვა დაიწყება, რაც საქართველოს მოქალაქეს ასე მტკივნეულად აღელვებს. ამის მაგივრად, ვნახეთ ჯერ ძალადობრივი, უნიჭოდ დადგმული პროვოკაცია, შემდეგ ასევე უნიჭოდ დადგმული ზეიმი, რომელსაც იმასთან, რაც დღეს საქართველოში ხდება, არავითარი კავშირი არ ჰქონდა. ყველაზე სავალალო არის ის, რომ ძალადობა დღეს პარლამენტში, რომლის მიზანიც ოპოზიციონერი დეპუტატები იყვნენ, სინამდვილეში განხორციელდა საქართველოს მოქალაქეზე. ის ზეიმი, რომელიც უნიჭოდ იყო დადგმული პარლამენტში, საქართველოს მოქალაქის ღირსების შემლახველია.
7 წელია სახელმწიფო სისტემურ კრიზისშია, 7 წელია მოქალაქე ვერ ახერხებს სახელმწიფოსთან დაკალპარაკებას, 7 წელია ჩვენ გვაქვს ერთპარტიული დიქტატურა და გაერთიანებული ოპოზიციის სახელით მინდა ვკითხო აი, ამ პიროვნებებს, ვინც დღეს საკანონმდებლო ორგანოში ისხდნენ - როგორ არ მოგაფიქრდათ არც ერთს თავში, რომ დაზარალებულებისთვის ერთი თანაგრძნობის სიტყვა გეთქვათ. რაც გინდათ დაარქვით ამას, გინდა მოთხოვნა დაარქვით, გინდა რჩევა დაარქვით, გინდა თხოვნა დაარქვით, არც ერთის არ შეგვეშინდება.
რაც შეიძლება სწრაფად შეასრულეთ ხალხის მოთხოვნა და რაც შეიძლება სწრაფად გადავიდეთ ამის შემდეგ პოლიტიკურ დიალოგზე. თუ არ გინდათ, რომ თქვენ გაჯიქებას და გახარიას და სხვა დამნაშავეების გადარჩენის მცდელობას გადააყოლოთ სამოქალაქო მშვიდობა. ჩვენ არც რევანში გვჭირდება, არც არეულობა გვჭირდება. მზად ვართ დიალოგისთვის, სხვათა შორის, დიალოგისთვის მზად ვიყავით იმ ღამესაც, როდესაც გაზი შემოგვასხით სახეში. ამიტომ, პარლამენტი უნდა გადაიქცეს იმად, რისთვის შეიქმნა ის ქართველი ხალხის მიერ", განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.