მუნიციპალური ტრანსპორტის განახლების საკითხებზე თბილისის ვიცე-მერი ირაკლი ხმალაძე ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) წარმომადგენლებს შეხვდა.
თბილისის ვიცე-მერმა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის წარმომადგენლებთან საზოგადოებრივი ტრანსპორტის განახლების მნიშვნელობაზე ისაუბრა და თბილისში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები განიხილა.
„EBRD-ს მუნიციპალური პროექტების განხორციელებაში საკმაოდ დიდი წვლილი აქვს შეტანილი. გასულ წელს მათ მუნიციპალური ავტობუსების განახლების პროექტი დააფინანსეს და მიმდინარე ეტაპზეც, EBRD-ის დაფინანსებით, მუნიციპალიტეტის მიერ დამატებით, 200 ერთეული ავტობუსის შესყიდვა ხორციელდება, მათ შორის, 90 ელექტროავტობუსის.
აღნიშნული პროექტი EBRD-ის სახსრებით უნდა განხორციელდეს, რაც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ძირითადად ამ თემებზე და სხვა პოტენციური პროექტების დაფინანსების საკითხებზე გვქონდა დღეს EBRD-ის წარმომადგენლებთან შეხვედრა, რომელიც საკმაოდ პროდუქტიული და შედეგიანი იყო. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ მუნიციპალური პროექტების განხორციელების კუთხით, EBRD-თან ყოველთვის მჭიდრო პარტნიორული ურთიერთობები გვქონდა და გვაქვს“, განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.
შეხვედრაში EBRD-ის ევრაზიის რეგიონული ოფისის დირექტორი ეკატერინა მიროშნიკი, ასევე, რეგიონული ოფისის დირექტორი კავკასიაში კატარინა ბიორლინ ჰანსენი და სხვა პირები მონაწილეობდნენ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.