რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული არჩილ ჯაფარიძე, ცაგერის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეებთან გიორგი მახათაძესთან და მიხეილ მეშველიანთან ერთად, ცაგერში პროექტების მიმდინარეობას ადგილზე გაეცნო.
რწმუნებულმა კეჭნარის სკვერის და მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობის სამუშაოები დაათვალიერა.
პროექტის სახელშეკრულებო თანხაა - 754 920ლარი.
მიმდინარეობს ქვედა ცაგერის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია. სახელშეკრულებო თანხაა 105 000ლარი.
სტიქიით დაზიანებული გზების რეაბილიტაციის თანხებით სოფ.ქვედა ცაგერში (ასევე სოფლებში)მიმდინარეობს ბეტონის საფარიანი გზის მოწყობის სამუშაოები. საერთო თანხა 137 890ლარი.
ქ.ცაგერში თავისუფლების ქუჩის ჩიხში მდებარე "ლომის წყლის" ნაგებობისა და მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობის სამუშაოები. სახელშეკრულებო თანხაა- 20 553ლარი.
ცაგერის ქუჩების ასფალტირება- 1 305 000ლარი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.