ლადო კახაძე: „როგორც მამა, როგორც ბაბუა, როგორც მოქალაქე ვამბობ, რომ გახარია უნდა გადადგეს“
25-06-2019, 23:19

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„მე მინდა, რომ გახარიას პარლამენტმა მოუსმინოს. მკაცრად ვარ ამის მომხრე, რადგან ბევრი კითხვებია და კანონმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება. ერთი მხრივ, კანონი ავალდებულებს პოლიციას, რომ რაღაცების აღსაკვეთად ღონისძიებები გაატაროს და უნდა იყოს ამის დასაბუთება, რადგან ერთნი ერთს იტყვიან და მეორენი მეორეს. ყველაფერი უნდა იყოს კანონის ფარგლებში. ყველა არგუმენტირებული კითხვა-პასუხის მერე უნდა იქნას გადაწყვეტილება მიღებული, – ამის შესხებ “მეტრონომთან” საუბრისას მთაწმინდის მაჟორიტარული ოლქის დეპუტატმა ლადო კახაძემ შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი გახარიას თემის კომენტირებისას განაცხადა.

 


“ქართული ოცნების” წევრის აზრით, სამართლებრივი საკითხი მსჯელობის საგანია, ხოლო პოლიტიკურად მყისიერი გადაწყვეტილება იქნა მიღებული და კობახიძე გადადგა.

 


“ის საკითხები, რომლებიც მყისიერი გადაწყვეტილების მიღებას გულისხმობდა, პოლიტიკური პასუხისმგებლობის კუთხით, პარლამენტმა მიიღო ანუ კობახიძის გადადგომა. სამართლებრივი ნაწილი აუცილებლად მსჯელობის საგანია და ეს ჭკუის სასწავლებელი უნდა იყოს. ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა ხელშეუხებელია. არ შეიძლება ძალადობა. მნიშვნელოვანია აგრეთვე რას ამბობს კონსტიტუცია და რა ვითარებაში მოხდა ეს ყველაფერი.

 


ერთი მხრიდან, როგორც მამა, როგორც ბაბუა, როგორც მოქალაქე ვამბობ, რომ გახარია უნდა გადადგეს. ამავდროულად, აცდენილ იქნა სახელმწიფო გადატრიალება. მესამე მცდელობა იყო რუსების მიერ გადატრიალება ქვეყანაში. შევარდნაძისა და გამსახურდიას დროს რუსებმა ეს მოახერხეს, ხოლო ამ შემთხვევაში ვერ მოახერხეს. რუსები არ მოგვასვენებენ. სახელმწიფოებრივად როდესაც ვფიქრობთ, გვახსოვდეს, რომ რუსები მუდამ ჩასაფრებულები იქნებიან. დეტონატორი ვინ გამოდგება სახელმწიფო გადატრიალების და ვინ იქნებიან აქტორები, ეს მსჯელობის საგანია”, – აცხადებს კახაძე.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი