მიხეილ სააკაშვილი: ივანიშვილის „ბესპრედელი“ და ბოგინი უნდა დამთავრდეს... ივანიშვილის წინააღმდეგ „ნაციონალური მოძრაობის“ ყველა აქტივისტი უნდა მობილიზდეს... მელია არ უნდა დავაჭერინოთ არც ერთ შემთხვევაში
26-06-2019, 08:57

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„მელია არ უნდა დავაჭერინოთ არც ერთ შემთხვევაში! ამოვიდა ყელში! Enough is enough!“ – წერს მიხეილ სააკაშვილი „ფეისბუქში“. ვიდეომიმართვისას კი სააკაშვილმა განაცხადა, რომ უკან დახევა ახლა არ გამოვა და „ნაციონალური მოძრაობის“ ყველა აქტივისტის მობილიზაცია უნდა მოხდეს, რათა „ამ ბოროტებმა, ამ „ბეზპრედელშჩიკმა“ ივანიშვილმა“ არ გაიმარჯვოს.

 

 

 


„ჩემი სრული მხარდაჭერა ნიკა მელიას და ოპოზიციის სხვა ლიდერებს, რომელთაც ივანიშვილის რეჟიმი უპირებს დაპატიმრებას. მეგობრებო, ეს არის ის ზღვარი, რომელიც გადის დიქტატურასა და დემოკრატიის რაღაც ნიშანსვეტებს შორის. თუ ჩვენ ახლა დავუშვებთ, რომ რომ ქვეყნის ოკუპანტის წინააღმდეგ მშვიდობიანი პროტესტის გამოხატვისთვის დააპატიმრეს ოპოზიციის მთავარი ლიდერები, თუ ჩვენ დავუშვით, რომ ამ ბოროტებმა, ამ „ბეზპრედელშჩიკმა“ ივანიშვილმა გაიმარჯვონ - ეს არის „ბეზპრედელშჩიკი“, ეს არის საქართველოს მტერი და სრული „ბეზპრედელშჩიკი“, სხვა სიტყვა, ქართულში ეს სიტყვა არ არსებობს. ივანიშვილის „ბესპრედელი“ უნდა დამთავრდეს, ივანიშვილის ბოგინი უნდა დამთავრდეს. არც ერთ შემთხვევაში არ უნდა დავაჭერინოთ მელია, რადაც არ უნდა დაგვიჯდეს. „ნაციონალური მოძრაობის“ ყველა აქტივისტი უნდა მობილიზდეს. ახლა არის მომენტი მობილიზაციის, საბოლოო, სრული მობილიზაციის. ახლა არის მომენტი ერთად დგომის, ახლა არის მომენტი ერთმანეთის ხელის ჩაკიდების; ახლა არის მომენტი სრული, ტოტალური, მშვიდობიანი, მაგრამ ძალიან გადამწყვეტი წინააღმდეგობის დიქტატურისა და ამ „ბესპრედელის“, ამ „ბესპრედელშჩიკის“, ამ საქართველოს დაუძინებელი მტრის წინააღმდეგ. ახლა უკან დახევა აღარ გამოვა და ახლა ყველანაირი მოწოდებები დანებებისა და ხელების ჩამოშვებისკენ და ასე ცხვარივით წაყოლაზე, ეს არის საქართველოს მტრობა.

 

 

საქართველო საფრთხეშია, ქართულ დემოკრატიას ბოლო ეღება და ახლა საჭიროა, ყველამ ამოვიღოთ ხმა, მიუხედავად წყენებისა, განსხვავებებისა, სხვადასხვა პარტიულობისა. ამას მნიშვნელობა აღარ აქვს, ყველა უნდა დავდგეთ ერთად, ყველა მინუს ერთი, რათა გადარჩეს ჩვენი ქვეყანა და გადარჩეს თითოეული ჩვენგანი და თითოეული თქვენგანი. აბა თქვენ იცით“, აცხადებს სააკაშვილი.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი