თქვენ ხართ ივანიშვილის ,,ტროიკის" ორი წევრი, ასე მიმართა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა და საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტების სხდომაზე თინა ბოკუჩავამ ანრი ოხანაშვილსა და გიორგი კახიანს.
აღნიშნული კომიტეტების სხდომაზე ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატ ნიკა მელიასთვის საპარლამენტო მანდატის მოხსნის საკითხზე მსჯელობენ.
თინა ბოკუჩავას მიაჩნია, რომ მელიასთვის იმუნიტეტის მოსახსნელად არ არსებობს შესაბამისი საფუძველი.
,,არანაირი მტკიცებულება არ არსებობს. ნიკა მელიას იქ ყოფნას ან რამე განცხადებას და რამდენიმე საათის შემდეგ იმ ფიზიკურ მოძრაობებს შორის არანაირი მიზეზ-შედეგობრივი კავშირი არ არსებობს", აცხადებს ბოკუჩავა.
ნიკა მელიას პროკურატურა სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველ და მეორე ნაწილებს - აქციაზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობასა და მასში მონაწილეობას ედავება. ბრალდება 9 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.