პროკურორი ნიკა მელიას პატიმრობის მოთხოვნის ერთ-ერთ მთავარ არგუმენტად მის დიპლომატიურ პასპორტს ასახელებს
26-06-2019, 11:25

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

პროკურორი ამირან გულუაშვილი, რომელიც პარლამენტის იურიდიულ საკითხთა და საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტების სხდომაზე იმყოფება, ნიკა მელიას პატიმრობის მოთხოვნის ერთ-ერთ მთავარ არგუმენტად მის დიპლომატიურ პასპორტს ასახელებს.

 

 

პროკურორის თქმით, მელიას დიპლომატიური პასპორტი საშულებას აძლევს მარტივად გადაკვეთოს საქართველოს საზღვარი.

 


გულუაშვილი ასევე ამბობს, რომ მელიამ, შესაძლოა, ჩაიდინოს მორიგი დანაშაული ან შევიდეს მოწმეებთან გარიგებაში, რათა არ მისცენ მისი საწინააღმდეგო ჩვენება.

 

 

,,შეკრებილია მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც საკმარისია დასაბუთებული ვარაუდისათვის, რომ სწორედ ნიკანორ მელიამ ჩაიდინა მისთვის ბრალად შერაცხული ქმედება.

 

 

ნიკანორ მელიას ბრალად ედება საზოგადოებრივი უშიშროებისა და წესრიგის წინააღმდეგ მიმართული მძიმე კატეგორიის ძალადობრივი დანაშაულის ჩადენა, რაც სასჯელის სახით უალტერნატივოდ ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ხანგრძლივი ვადით.

 

 

შს სამინისტროს ოფიციალური მონაცემებით, მელიას საზღვარი გადაკვეთილი აქვს 24-ჯერ, სარგებლობს დიპლომატიური პასპორტით და მისი გამოყენებით, 6-ჯერ აქვს გადაკვეთილი საზღვარი", აცხადებს ამირან გულუაშვილი.

 

 

თავის მხრივ, ნიკა მელიას ადვოკატი აცხადებს, რომ დეპუტატს ბრალდება უსაფუძვლოდ ადანაშაულებს.

 

 

,,აღნიშნულ საქმეში პირველივე დღიდან არის ძალიან უხეში საპროცესო დარღვევები. გუშინს მერე, ჩვენ ვთხოვთ პროკურატურას რომ გადმოგვეცეს მტკიცებულებები თუ რაზე დაყრდნობით მოხდა ბრალდება ნიკანორ მელიასათან მიმართებით. დღემდე ჩვენ არ გადმოგვცემია არანაირი მტკიცებულება. მინდა ხაზგასმით ავღნიშნო, რომ პროკურატურის მიერ პარლამენტში გადაგზავნილ შუამდგომლობაში არის ძალიან ბევრი შეუსაბამო ფაქტები, ისეთ ფაქტებზეა მითითება, რომ თითქოს, ნიკანორ მელია მიიმალება და აუცილებელია მისი დაპატიმრება, მას აქვს ორი პასპორტი და ასეთ სამართლებრივ თემატიკას განიხილავს ახლა პარლამენტი", აცხადებს გიორგი კონდახაშვილი.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი