აკაკი ბობოხიძემ უმრავლესობის წევრებს უთხრა, რომ ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნის გადაწყვეტილების მიღებისას კარგად დაფიქრდნენ იმის შესახებ, თუ რას ფიქრობენ მიმდინარე პროცესებზე მათი შვილები
26-06-2019, 12:39

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ევროპული საქართველოს“ წევრმა, აკაკი ბობოხიძემ პარლამენტში საპროცედურო და იურიდიულ საკითხთა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე, სადაც „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატის, ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნის საკითხი ხმაურისა და ურთიერთდაპირისპირების ფონზე განიხილება, უმრავლესობის წევრებს უთხრა, რომ კარგად დაფიქრდნენ გადაწყვეტილების მიღებისას იმის შესახებ, თუ რას ფიქრობენ მიმდინარე პროცესებზე მათი შვილები.

 


„7 ნოემბერს ყველაზე დიდი პრობლემა მქონდა ჩემს შვილებთან და ოჯახთან. კარგად გაითვალისწინეთ, როცა ამ გადაწყვეტილებას მიიღებთ. მე თუ რამით გადავლახე ჩემი შვილების პრობლემა, რადგან პატარები იყვნენ, თქვენ არ ხართ იმ ასაკში, თქვენი შვილები უკვე ზრდასრული მოქალაქეები არიან, კარგად დაფიქრდით.

 


თუ მე დღეს რამე მაკავებს პარლამენტში, თქვენ გგონიათ ვინმეს შიში ან მორიდება? ათასი სიგიჟე და სისულელე მაქვს გაკეთებული, ერთადერთი რაც მაკავებს, არის ჩემი შვილების დამოკიდებულება ჩემი ამა თუ იმ საქციელის მიმართ. ხშირად არ მოსწონთ, როგორ ვიქცევით, არ მოსწონთ, რას ვაკეთებ, არ მოსწონდათ ჩემი მოქმედება. პეტრე მამრაძე, რომელმაც საზიზღრობა ჩაიდინა, პირველ რიგში, სახლში ვერ შევედი, იმის გამო, რაც პეტრე მამრაძეს გავუკეთე, თუმცა მიმაჩნია, რომ ეს კაცი ჩვეულებრივი ნაძირალაა და გავრილოვთან დაკავშირებით 60 წუთს ჩაერთო.

 


„კარგად დაფიქრდით, როცა ამ გადაწყვეტილებას მიიღებთ, რას ფიქრობენ მიმდინარე პროცესების მიმართ თქვენი შვილები. ჩვენი და თქვენი ურთიერთობა პრობლემა არ არის. თქვენ მოახერხებთ შეგვხედოთ თვალებში ისე, როგორც ჩვენ მოვახერხეთ 2012 წელს გაგვესწორებინა თქვენთვის თვალები. დაფიქრდით“, განაცხადა აკაკი ბობოხიძემ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი