მრგვალი ბაღის სარეაბილიტაციო სამუშაოები უახლოეს მომავალში დასრულდება
26-06-2019, 12:43

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ვაკის რაიონში, მრგვალი ბაღის სარეაბილიტაციო სამუშაოები უახლოეს მომავალში დასრულდება, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

 

 

როგორც მან აღნიშნა, სამუშაოების გაჭიანურება ტენდერში გამარჯვებული კონტრაქტორი კომპანიის არაჯეროვანმა მუშაობამ გამოიწვია, თუმცა აღნიშნული კომპანია ჩანაცვლდა და რეაბილიტაციის პროცესს ახალი კომპანია უძღვება.

 

 

თბილისის მერმა კომპანიების მხრიდან ვალდებულებების შესრულებლობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ტენდერების გამოცხადების დროს მეტი ყურადღებაა საჭირო.

 

 

„იცით, რომ კონტრაქტორი კომპანია, რომელიც მრგვალ ბაღში სარეაბილიტაციო სამუშაოებს ასრულებდა, დათხოვნილ იქნა, რადგან დაკისრებულ მოვალეობას ჯეროვნად ვერ ასრულდებდა. სამწუხაროდ, არის ასეთი შემთხვევები, როდესაც კომპანიები არაკეთილსინდისიერად იქცევიან და ვერ ასრულებენ სამუშაოებს, რასაც ძალიან დიდი ნეგატივი და საზოგადოების მხრიდან გულისწყრომა მოყვება. ეს ზუსტად ასეც უნდა იყოს, მაგრამ ჩვენთვის, მთავრობისთვის, ყველაზე დიდი პრობლემა არის ის, რომ ყველა გვადანაშაულებს ჩვენ. მოსახლეობას არ აინტერესებს, ეს კონტრაქტორის ბრალია, ის ვერ ასრულებს მოვალეობას თუ არაჯეროვნად და არაკეთილსინდისიერად მუშაობს. საზოგადოებას ამას ვერც აუხსნი, იმიტომ, რომ ჩვენ ვართ პასუხისმგებელი, კომპანიებმა ნორმალურად იმუშაონ. მესმის, რომ რთულია, რადგან ეს ყველაფერი ხდება ტენდერის მეშვეობით, თუმცა მუშაობის დროს საჭიროა მეტი ყურადღება. ასეთივე პრობლემა გვქონდა გლდანში, პარკის მშენებლობის დროს, იქაც ანალოგიური დამოკიდებულება იყო - ვერ ასრულებდა კომპანია სამუშაოებს და ისიც დავითხოვეთ. ასევე, ბუშის ქუჩაზე სამუშაოების დროს, მაგრამ ეს ჩვენ გვაზიანებს. ამიტომ, ძალიან დიდი ყურადღებაა საჭირო იმ კომპანიების მიმართ, რომლებიც თავიდანვე ვიცით, რომ ვერ შეასრულებს დაკისრებულ ვალდებულებას. ჯობს, ჩაიშალოს ტენდერი და დრო დაიკარგოს ახალი ტენდერის გამოცხადებაში, ვიდრე ასეთმა კომპანიებმა გვაწვალოს, აწვალოს ხალხი და ამან დისკომფორტი და გაღიზიანება გამოიწვიოს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

 

 

მისივე თქმით, ახალ კონტრაქტორს მრგვალი ბაღის სარეაბილიტაციო სამუშაოების დასასრულებლად, სამ კვირაზე ცოტა ნაკლები დაჭირდება და ბაღი მთლიანად განახლდება და მოწესრიგდება.

 

 

„ბაღის ღობეზე ერთმა ადამიანმა დააწერა, მრგვალი ბაღი წერეთელზე გადავიდაო. ეს, რა თქმა უნდა, ხუმრობა იყო, თუმცა როდესაც სამუშაოები დასრულდება, ის ისეთი ლამაზი და მოწესრიგებული იქნება, შეიძლება, მართლაც ვერ ვიცნოთ. ასე რომ, მრგვალი ბაღი არსად გადადის, ის ვაკეშია და სამუშაოები უახლოს მომავალში დასრულდება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

 

 

მრგვალი ბაღის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ამჟამად, თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის დაკვეთით, კომპანია „გრინსერვის ჯგუფი“ ასრულებს. რაც შეეხება განათების მოწესრიგებას, მას „თბილსერვის ჯგუფი“ უზრუნველყოფს.

 

 

ამ ეტაპზე, უკვე მოწყობილია ბორდიური და ბაღის ირგვლივ დასრულებულია გზის საფარის რეაბილიტაცია. მიმდინარეობს ბაღში არსებული შადრევნის რეაბილიტაციისა და გარე ფილების მოწყობის სამუშაოები. ასევე, ხორციელდება კედლის აღდგენის სამუშაოები. პროექტის ფარგლებში, ბაღში მოეწყობა მხატვრული განათება და მოწესრიგდება სარწყავი სისტემა. ასევე, შეიცვლება დასასვენებელი სავარძლები.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი