საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას მიერ მის მიმართ შეურაცხმყოფელ ფორმებში „ფეისბუქზე“ გამოხატულ განცხადებას სოციალურ ქსელშივე გამოეხმაურა და თქვა, რომ გვარამიასნაირ „უსულო ადამიანს ვერც წარმოუდგენია, რომ როგორც ექიმი, მართლა ორმაგად განვიცდი ამ ახალგაზრდების დაკარგულ თვალებს და ყოველ ჭრილობას“.
„სპეციალურად მხოლოდ პირად გვერდზე ვწერ ამას. დანაშაულებრივი პარტიის, „ნაციონალური მოძრაობის“ პროპაგანდის მინისტრს ნიკა გვარამიას საერთოდ არ გავცემდი პასუხს მისთვის დამახასიათებელ ბინძურ საქციელზე ჩემი მისამართით, რომ არა თემა, რის გამოც უშვერი ლანძღვა-გინების კორიანტელი დააყენა ამ ყოვლად უღირსმა ადამიანმა: სწორედ შენ სინდისზეა შენი პატრონი მიშას ძალაუფლებისადმი დაუოკებელი ლტოლვისთვის 20 ივნისის ოკუპანტის წინააღმდეგ ალალი პროტესტით გულანთებული ახალგაზრდების შემართების გამოყენება, მათი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის საფრთხის და დასახიჩრების ფასად. შენ და უსინდისო მიშა ხართ სწორედ პირველი დამნაშავეები და პასუხისმგებელი ამ ახალგაზრდების დათხრილ თვალებზე. მელია უბრალო პროვოკატორი და შემსრულებელია, რომელიც მსხვერპლად შეწირეთ. კარგად ჩანდა იქ ვინ გეგმავდა შტურმს პარლამენტზე, ვინ ითხოვდა კიდევ ერთხელ მსხვერპლს და გვამებს, გეტყობოდათ როგორი გაცოფებული იყავით ყველა, როდესაც ღმერთმა დაგვიფარა ჯერჯერობით და მსხვერპლი არ მოყვა თქვენს ამ პროვოკაციას. მხოლოდ შენნაირი ადამიანების ავადმყოფურ ფანტაზიას შეუძლია წარმოიდგინოს, რომ არათუ მე, – არამედ ვინმე ამ მიწაზე დაბადებული, – ამ ქვეყნის შვილების პატრიოტულ შემართებას შეიძლება მაიმუნობად აღიქვამდეს. მეტიც, შენნაირ უსულო ადამიანს, ვერც წარმოუდგენია, რომ როგორც ექიმი, მართლა ორმაგად განვიცდი ამ ახალგაზრდების დაკარგულ თვალებს და ყოველ ჭრილობას“, წერს აკაკი ზოიძე.
ნიკა გვარამიამ აკაკი ზოიძე გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ „აკაკი ზოიძე ბავშვების თვალების დათხრას აპრავებს“.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.