"რთველი 2015"-ის ფარგლებში, მთავრობის გადაწყვეტილებით, წელს სუბსიდია გაიცემა 1 კგ "რქაწითელსა" და "კახურ მწვანეზე" 35 თეთრი და 1 კგ "საფერავზე" 15 თეთრი, - ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიამ განაცხადა.
ოთარ დანელიამ აღნიშნა, რომ ექსპორტი გასაგები მიზეზების გამო შემცირებულია, რეგიონში ზოგადად არასტაბილური ვითარებაა, რაც ბაზრებზე ახდენს გავლენას. მისივე თქმით, ყველასთვის ცნობილია, რომ ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი გადაიხადა და ასევე პრაქტიკულად ყველა სამინისტროს ბიუჯეტი გადაიხედა.
"ჩვენ არ ვგეგმავდით რთველის სუბსიდირებას, მაგრამ არსებული ვითარებიდან გამომდინარე, პრემიერ-მინისტრის დავალებით, ეკონომიკურ გუნდთან ერთად მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ დავასუბსიდირებთ რთველს. ყოველივე ეს განაპირობა არსებულმა მდგომარეობამ. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ჯერ კიდევ სჭირდება დარგს დახმარება, თუმცა არ შევდივართ ფასის ფორმირების ნაწილში", - განაცხადა დანელიამ.
მან სახელმწიფოს მიერ გატარებულ ხელშემწყობ ღონისძიებებზე ისაუბრა, კერძოდ, აგროდაზღვევაზე, იაფი აგროკრედიტის სისტემასა და სეტყვის საწინააღმედეგო დანადგარებზე. როგორც დანელიამ აღნიშნა აუცილებელია, რომ ყურძენი იყოს ხარისხიანი.
"იმ შემთხვევაში, თუ ჩაუბარებელი დარჩა ყურძენი, ვინაიდან ვიცით, რომ მასზე მოთხოვნა მნიშვნელოვნად შემცირებულია, მაშინ შესაძლოა ჩაერიოს სახელმწიფო და ჩაიბაროს, რათა ყურძენი არ დარჩეს ჩაუბარებელი", - განაცხადა დანელიამ.
მისივე თქმით, წელს სუბსიდიას მიიღებენ არა ღვინის კომპანიები, არამედ მევენახეები. როგორც მინისტრმა აღნიშნა, ამ პრინციპის უპირატესობა არის ის, რომ გლეხი ჩაბარებული ყურძნის საფასურს, დაგვიანების გარეშე, დაახლოებით 2 კვირის განმავლობაში ბანკში მხოლოდ პირადობის მოწმობის წარდგენის საფუძველზე მიიღებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.