პროკურორმა, ამირან გულუაშვილმა (ფოტოზე ხელმარჯვნივ) პარლამენტში გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე, სადაც ნიკა მელიასთვის სადეპუტატო იმუნიტეტის შეწყვეტის საკითხს განიხილავენ, განაცხადა, რომ მოწმეთა ჩვენებებით დასტურდება, რომ ტრიბუნის მიღმა, მეგაფონის გარეშე ნიკა მელია მიტინგზე მყოფ პირებს ნებისმიერი გზით, მათ შორის ძალადობრივი მეთოდების გამოყენებით პარლამენტის შენობაში შესვლისკენ მოუწოდებდა.
პროკურორმა თქვა, რომ მელიას კანონსაწინააღმდეგო ქმედება და განცხადებები მედიასაშუალებებით გავრცელებულ კადრებში, ასევე ბევრი ადამიანის მიერ მობილურით გადაღებულ ვიდეოკადრებში კარგად ჩანს.
„ამ ზღვა მასალის დამუშავება მიმდინარეობს საქართველოს პროკურატურაში აღნიშნული გამოძიების ფარგლებში. რაც შეეხება ექვს მოწმეზე საუბარს, ჩემთვის გასაკვირია, საიდან ფლობენ დეპუტატები ამ ინფორმაციას. აქ კითხვა დაისვა, რომ ადვოკატს თურმე არ აძლევენ მასალებს, მაგრამ დადასტურებით შემიძლია ვთქვა, რომ დღეს ადვოკატი დაბარებული არის სამართალდამცავ ორგანოში. მოხდება მტკიცებულებების გადაღება, შესაბამისი ასლები მომზადდება. სისხლის სამართლის საქმე შეიცავს ძალიან ბევრ, მათ შორის ელექტრონულ ინფორმაციას, რომელსაც სჭირდება შესაბამისი ასლის დამზადება, რათა დაცვის მხარეს გადაეცეს. მნიშვნლოვანი გარემოებაა, რომ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 83-ე მუხლი პირდაპირ განსაზღვრავს წესს, როდის უნდა მოხდეს მტკიცებულებათა გადაცემა დაცვის მხარისათვის. კანონში პირდაპირ არის ნათქვამი, რომ პირველ წარდგენამდე ბრალდების მხარე ვალდებულია გადასცეს მტკიცებულებები, რომლის გამოყენებასაც აპირებს ბრალდებულის წინააღმდეგ“, განაცხადა პროკურორმა და დაამატა, რომ ყოველგვარ საფუძველს არის მოკლებულია განცხადებები, თითქოს გამოძიება მალავს მტკიცებულებებს.
„მტკიცებულებათა მომზადებას, დაცვის მხარისათვის გადაცემას სჭირდება დრო. 15:00 საათზე ადვოკატს გადაეცემა ყველა მტკიცებულება რაც გამოძიების ეტაპზე იქნა მოპოვებული. საქმეში არსებული მტკიცებულებების საფუძველზე მოხდა ბრალდების შესახებ დადგენილებაში იმ ფაქტობრივი გარემოებების აღწერა, რაც საბოლოო ჯამში ჩამოყალიბდა დანაშაულებრივ ქმედებად, რომელიც შესაძლოა, ჩაიდინა ნიკა მელიამ. საუბარია მოწმეთა ჩვენებებზე, რომლებიც ადასტურებენ არა მხოლოდ იმ გარემოებას, რომ ის ტელევიზიების წინ გამოსვლისას, მეგაფონით მოუწოდებდა ხალხს პარლამენტში შესვლისკენ მშვიდობიანი გზით, ხელებაწეულები, არამედ მოწმეთა ჩვენებებით დასტურდება, რომ ტრიბუნის მიღმა, მეგაფონის გარეშე ნიკა მელია მიტინგზე მყოფ პირებს მოუწოდებდა, ნებისმიერი გზით, მათ შორის ძალადობრივი მეთოდების გამოყენებით, პარლამენტის შენობაში შესასვლელად. საქმეში ასევე მოიპოვება ვიდეოჩანაწერი, რომლითაც დასტურდება ნიკა მელიას მონაწილეობა“, განაცხადა პროკურორმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.