პარლამენტის კომიტეტების გაერთიანებულმა სხდომამ ნიკა მელიასთვის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის შესახებ პატიმრობის გამოსაყენებლად გენერალური პროკურატურისთვის თანხმობის მიღების წინადადებას მხარი დაუჭირა
26-06-2019, 14:47

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

პარლამენტის იურიდიულმა და საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტების გაერთიანებულმა სხდომამ მრავალსაათიანი დაძაბული განხილვის შემდეგ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარის, დეპუტატ ნიკა მელიასთვის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის შესახებ პატიმრობის გამოსაყენებლად გენერალური პროკურატურისთვის თანხმობის მიღების წინადადებას მხარი დაუჭირა (15 მომხრე - 4 წინააღმდეგი).

 

 

ახლა უკვე საკითხის საბოლოო განხილვა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გადაინაცვლებს. 

 

 

 

 

პროკურორმა, ამირან გულუაშვილმა (ფოტოზე ხელმარჯვნივ) პარლამენტში გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე განაცხადა, რომ მოწმეთა ჩვენებებით დასტურდება, რომ ტრიბუნის მიღმა, მეგაფონის გარეშე ნიკა მელია მიტინგზე მყოფ პირებს ნებისმიერი გზით, მათ შორის ძალადობრივი მეთოდების გამოყენებით პარლამენტის შენობაში შესვლისკენ მოუწოდებდა.

 

 

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა რომან გოცირიძემ თქვა, რომ დეპუტატ ნიკა მელიას წინააღმდეგ მტკიცებულებები არ არსებობს და ერთ-ერთი მთავარი მტკიცებულება არის ექვსი მოწმე, რომლებიც, მისი თქმით, ცრუ მოწმეები არიან.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი