ონის მუნიციპალიტეტის მერმა ემზარ საბანაძემ, მოადგილეებთან ერთად, მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართა მერის წარმომადგენლებთან და საკრებულოს დეპუტატებთნ.
შეხვედრაზე მოისმინეს ანგარიში „სოფლის მხარდაჭერის“პროგრამის ფარგლებში მიმდინაარე ინფრასტრუქტურულ პროექტებზე.
მერის წარმომადგენლებმა გამოთქვეს აზრი დასრულებული და მიმდინარე პროექტების შესრულების ხარისხთან დაკავშირებით.
შეხვედრაზე კვლავ აღინიშნა, რომ ყველა მიმდინარე და დასრულებულ პროექტს შესაბამის სამსახურებთან ერთად მერი უშუალოდ მოინახულებს.
თათბირზე მერის წარმომადგენლებმა ისაუბრეს ადმინისტრაციული ერთეულების სხვა ყოფით პრობლემეზე. ჯერჯერობით კვლავ გადაუჭრელ პრობლემად რჩება რიგ სოფლებში წყალმომარაგების საკითხი. მერის განცხადებით, გარდაუვალია მასშტაბური პროექტის განხორციელება აღნიშნული პრობლემის გადასაჭრელად. მუშაობა ამ საკითხზე შესაბამისი სამსახურების მხრიდან უკვე დაწყებულია.
შეხვედრას ესწრებოდა ონის საინფორმაციო საკონსულტაციო ცენტრის ხელმძღვანელი ტარიელ ლობჯანიძე, რომელმაც წარმომადგენლებს და დეპუტატებს გააცნო პროექტ „დანერგე მომავალის“ და სოფლის მეურნეობის სფეროში არსებული სხვა მნიშვნელოვანი სიახლეების შესახებ.
ინფორმაციას ონის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.