ყველაზე რთულ მდგომარეობაში ახლა ბიძინა ივანიშვილია, რომელიც საზოგადოების ნების წინააღმდეგ წავიდა, მაგრამ იძულებულია ეს გააკეთოს პუტინის დავალებით, - ასე შეაფასა ნიკა მელიამ პარლამენტის კომიტეტების გაერთიანებული სხდომის მიერ მისთვის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის შესახებ პატიმრობის გამოსაყენებლად გენერალური პროკურატურისთვის თანხმობის მიღების წინადადებისთვის მხარდაჭერას.
მელიამ თქვა, რომ „პუტინის ხელის ბიჭი ბიძინა ივანიშვილი მონურ მორჩილებაშია პუტინთან“ და თავის მხრივ კი იგი ასევე მონურ მორჩილებაში ამყოფებს მის ხელქვეითებს საქართველოში.
სხდომაზე პროკურორმა, ამირან გულუაშვილმა პარლამენტში გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე განაცხადა, რომ მოწმეთა ჩვენებებით დასტურდება, რომ ტრიბუნის მიღმა, მეგაფონის გარეშე ნიკა მელია მიტინგზე მყოფ პირებს ნებისმიერი გზით, მათ შორის ძალადობრივი მეთოდების გამოყენებით პარლამენტის შენობაში შესვლისკენ მოუწოდებდა.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა რომან გოცირიძემ თქვა, რომ დეპუტატ ნიკა მელიას წინააღმდეგ მტკიცებულებები არ არსებობს და ერთ-ერთი მთავარი მტკიცებულება არის ექვსი მოწმე, რომლებიც, მისი თქმით, ცრუ მოწმეები არიან.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.