საქართველოს ხელისუფლება არ ყოფილა არასდროს ისეთი უსუსური, როგორიც არის დღეს, ასე მიმართა ,,ევროპული საქართველოს" წევრმა, სერგო რატიანმა პარლამენტის ბიუროს სხდომაზე უმრავლესობას.
,,თქვენ გინდათ ძალის დემონსტრირება, კონფრონტაცია.... თქვენ გგონიათ, რომ მიაჭერთ ღილაკს, დაიჭერთ ვიღაცას და თქვენ იქნებით ძლიერები. თქვენ ხართ უსუსურები. მართლა მეცოდებით ყველა, ვინც დღეს ამას გააკეთებთ", მიმართა უმრავლესობას რატიანმა.
რატიანის აღნიშნულ განცხადებას იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის უკმაყოფილება მოჰყვა, რომელმაც რატიანს მატყუარა უწოდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.