"ეჰეი, ხელისუფლებავ, გაიღვიძეთ!"
11-08-2015, 04:43

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

გუშინ, ქარელის რაიონის ერთ–ერთ სოფელში, ოკუპანტ–სეპარატისტებმა კიდევ ერთი "სასაზღვრო დაფა აღმართეს" და საკუთარი კონტროლი დააწესეს რამოდენიმე ჰექტარ მიწაზე... ნუთუ იმას დიდი ცოდნა და ღრმა ანალიზი ჭირდება, რომ საქართველოს ხელისუფლების ინფანტილურობის ფონზე, რუსეთი საქართველოს მიმართ მცოცავი ანექსიის პოლიტიკას გააგრძელებს და ე.წ. "სამხრეთ ოსეთის" ყოფილი ავტონომიური ოლქის ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ, ანუ საოკუპაციო ხაზის მთელს პერიმეტრზე (შიდა ქართლში, იმერეთში, რაჭაში, მცხეთა-მთიანეთში), სადაც ვაკე და მოშიშვლებული ადგილებია, შეგნებულად, პოლიტიკურ-ფსიქოლოგიური ზემოქმედების მიზნით ყველგან გააბამს მავთულხლართებს და დადგამს ბანერებს, რათა "დააფიქსიროს ე.წ. სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო საზღვარი"!.. რუსეთი იგივეს მოიმოქმედებს მდინარე ენგურის გასწვრივაც, აფხაზეთის ადმინისტრაციული საზღვრის მთელს პერიმეტრზე და თუ ასე გაგრძელდა, მაშინ ყველაფერი დასრულდება ჩვენი რეგიონების ანექსიით!..


ჯუმბერ კირვალიძე,

პოლიტოლოგი

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი