მე ვარ დღეს ამაყი, მაგრამ თქვენ არ ხართ ამაყები, ასე მიმართა ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, დეპუტატმა ნიკა მელიამ საპარლამენტო უმრავლესობას პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც მისთვის სადეპუტატო მანდატის შეჩერების საკითხზე გადაწყვტილება უნდა მიიღონ.
,,მე დღეს ვარ თავისუფალი, მაგრამ თქვენ თავს გრძნობთ პირიქით - უხერხულ მორჩილებაში. ძალიან ბევრი რამე მექნება სათქმელი ჩემი შვილებისთვის, შვილიშვილებისთვის, თანაც სიამაყით და ვფიქრობ, თქვენ ძალიან ცოტა რამ გექნებათ სათქმელი სიამაყით თქვენი შვილებისა და შვილიშვილებისთვის, განსაკუთრებით თუ გავითვალისწინებთ იმ ეპიზოდს, როდესაც მტერი ჩასვით პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში.
მე დღეს მგონია, რომ ვარ ისტორიის სწორ მხარეს და დიახ, თქვენ ხართ ისტორიის არასწორ მხარეს. მე დღეს შემიძლია, რომ თითოეულ თქვენგანს თავისუფლად თვალი გაგისწოროთ, მაგრამ თქვენ არ შეგიძლიათ ამის გაკეთება და ეს იგრძნობა ამ დარბაზში.
დიახაც, მე დღეს აქ ვარ მარტო, თქვენ ხართ ბევრნი, თქვენ აპირებთ ჩემს დაჭერას, მაგრამ მე ვარ ამაყი, მე მაქვს ზეიმი, თქვენ გაქვთ პანაშვიდი. დღეს თქვენ განაჩენს მე ვერ გამომიტანთ და ღილაკზე მიჭერით თქვენ უბრალოდ თქვენს ბედსა და საკუთარ ცხოვრებას განსაზღვრავთ", უთხრა ნიკა მელიამ საპარლამენტო უმრავლესობას.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.