„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარის, დეპუტატ ნიკა მელიასთვის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის შესახებ პატიმრობის გამოსაყენებლად გენერალური პროკურატურისთვის თანხმობის მიღების წინადადებას პარლამენტის პლენარულმა სხდომამ კენჭისყრით, 91 ხმით ნულის წინააღმდეგ მხარი დაუჭირა.
„ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატის, სალომე სამადაშვილის განცხადებით, რომან კაკულია, ბექა ოდიშარია, მირიან წიკლაური კენჭისყრაზე დარეგისტრირდნენ, თუმცა ხმა არ მისცეს.
„ქართული ოცნების“ წევრმა, ბექა ოდიშარიამ მოგვიანებით განაცხადა, რომ ხმა მისცა ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის შეჩერებას, თუმცა არ აისახა.
„ქართული ოცნების“ დეპუტატმა მარიამ ჯაშმა კი თქვა, რომ კენჭისყრაში მონაწილეობისაგან თავი შეიკავა.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“ აღნიშნულ პლენარულ სხდომას პროტესტის ნიშნად არ დაესწრო, თუმცა დარბაზში სხდომის მთელი მიმდინარეობისას იმყოფებოდა თავად ნიკა მელია.
მანამდე აღნიშნულ წინადადებას კენჭისყრით ასევე მხარდაჭერა გამოუცხადა პარლამენტის იურიდიულმა და საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტების გაერთიანებულმა სხდომამ (15 მომხრე - 4 წინააღმდეგი), რომელიც ხმაურისა და დაპირისპირების ფონზე დაახლოებით 6 საათი მიმდინარეობდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.