თამაზ მეჭიაური: ლარის კურსის დაცემა გუშინ შეჩერდა და დღეს მგონია, რომ გამყარებისკენ უნდა წავიდეს
11-08-2015, 05:01

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ბოლო დღეების მანძილზე თითქმის თითო პუნქტით იცვლებოდა ლარის კურსი, გუშინ შეჩერდა და დღეს მგონია, რომ გამყარებისკენ უნდა წავიდეს. ეროვნული ბანკი ხელს უწყობდა თავისი უმოქმედობით დევალვაციას, მე მაქვს სუბიექტური აზრი და მივიჩნევ, რომ იგივეს აკეთებს ახლაც ეროვნული ბანკი - ამის შესახებ საქართველოს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ თამაზ მეჭიაურმა ჟურნალისტებს დღეს  განუცხადა. მისი თქმით, დოლარი ყველა ვალუტასთან მიმართებაში მყარდება.


"ლარი, ეს ის თემაა, რომელზეც მუშაობს დღევანდელი ოპოზიცია, რომ სხვადასხვა მიმართულებით შექმნას მოსახლეობის უკმაყოფილება - ლარის გაუფასურება, ემბარგოს პროვოცირება; ლტოლვილების წაქეზება; ბევრ მათგანს ბინა უკვე გადაეცა, მაგრამ აქტიური ფორმით გამოხატავს უკმაყოფილებას ხელისუფლების წინააღმდეგ; ასევე, დენის ტარიფების წინ წამოწევა და ყველა ამ უკმაყოფილო ჯგუფების ბოლოს შეერთება სექტემბრისთვის და ამის მართვა პოლიტიკურად ხელისუფლების წინააღმდეგ. ეს არის ერთი ჯაჭვის სხვადასხვა რგოლი. ხელისუფლებამ ამ მიმართულებით უნდა იმუშაოს. ზოგიერთი ამას ძალიან მარტივად უყურებს", - აცხადებს მეჭიაური.


მისივე თქმით, ქვეყანაში იზრდება ტურისტული ნაკადი, თუმცა საბერძნეთის კრიზისმა საქართველოზეც მოახდინა გავლენა და შემცირდა გზავნილები.

 


"ექსპორტი გაზრდიალია წინა თვეებთან შედარებით, ამას დაემატა ოლიმპიური თამაშები, რომელმაც უამრავი ტურისტი მოიზიდა. ამას ემატება დღევანდელი მატჩი, რომელიც რამდენიმე ათეულ ათასს ტურისტს გულისხმობს, ყოველივე ამ ფონზე მინიმუმ არ უნდა მომხდარიყო ლარის კურსის კიდევ უფრო გაუარესება. ბოლო დღეების მანძილზე თითქმის თითო პუნქტით იცვლებოდა ლარის კურსი, გუშინ შეჩერდა და დღეს მგონია, რომ გამყარებისკენ უნდა წავიდეს. ეროვნული ბანკი ხელს უწყობდა თავისი უმოქმედობით დევალვაციას, მე მაქვს სუბიექტური აზრი და მივიჩნევ, რომ იგივეს აკეთებს ახლაც ეროვნული ბანკი. მინდა ვისარგებლო მომენტით და მოვუწოდო ყველა ფინანსურ ინსტიტუტებს, რომლებიც ნებსით თუ უნებლიედ ჩართულები არიან ამაში - ყოველივე ამას ძალიან მალე შევისწავლით. არანაირი ნიშანი იმისა, რომ მთავრობა შეგნებულად ცდილობდეს ლარის კურსის გაუფასურებას, არ არსებობს", - განაცხადა მეჭიაურმა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი