რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა, არჩილ ჯაფარიძემ და ონის მუნიციპალიტეტის მერმა, ემზარ საბანაძემ, სამხარეო ადმინისტრაციის და ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად, ონის მუნიციპალიტეტში მიმდინარე და დასრულებული ინფრასტრუქტურული პროექტები მოინახულეს:
ქ. ონში სსიპ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების რაიონული სამსახურის შენობის მშენებლობის სამუშაოები მიმდინარეობს.
ღირებულება: 232 370 ლარი. შემსრულებელი: შ.პ.ს "კ და გ"
ქ. ონში ქუჩებისა და საზოგადოებრივი სივრცეების კეთილმოწყობის პირველი ეტაპის სამუშაოები. დღეის მდგომარეობით, მიმდინარეობს ი.სხირტლაძის ქუჩაზე არსებული ღობეების დემონტაჟი და საფუძვლის დამუშავება რკინა ბეტონის მოსაწყობად. ღირებულება: 1440000 ლარი. შემსრულებელი: შ.პ.ს "იერი".
ონის მუნიციპალიტეტის სოფელ ზუდალში "სოფლის მხარდაჭერის პროგრამის" ფარგლებში მინი სტადიონის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. შემსრულებელი:ი/მ ჯულიეტა გძელიშვილი. ღირებულება:10 000 ლარი.
ფარახეთის ადმინისტრაციულ ერთეულში სევა-ფარახეთის დამაკავშირებელი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. შემსრულებელი : შ.პ.ს "ფარაონი". ღირებულება : 136 700 GEL .
სოფ.გომი-ჯინჭვისის მიმართულებით მდ.რიონზე ნაპირსამაგრის მოწყობის სამუშაოები დასრულდა. შემსრულებელი: შ.პ.ს "რაჭა 2005".
სოფელ უწერაში არსებული სამედიცინო ამბულატორიის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. ღირებულება: 28 993.50 ლარი. შემსრულებელი : შ.პ.ს "მპტ".
სოფელ ღარში მდ.ღარულაზე ნაპირსამაგრის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. ღირებულება: 1 177 713 ლარი. შემსრულებელი: შ.პ.ს"პირამიდა".
ინფორმაციას ონის მერია ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.