„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე და მისი ლიდერშიფი, შეცდომას შეცდომაზე უშვებთ და ამას შესაშური სიჯიუტით აკეთებთ, რაც უცილობლად, პოლიტიკურად დიდ დარტყმას მოგაყენებთ! პოლიტიკაში „რქებით მიწოლა“, როგორც წესი მიზანშეწონილი არ არის, მითუმეტეს, როცა დაშვებული მძიმე პოლიტიკური შეცდომების გამოსწორება გმართებთ! ამიტომ, მოცემულ შემთხვევაში, როცა საზოგადოების წინაშე პოლიტიკურად მორალური უპირატესობა დაკარგული გაქვთ (20 ივნისს თვალდაკარგული ახალგაზრდები!) – „ერთი ნაბიჯის“ უკან გადადგმა, საშუალებას მოგცემთ, მომავალში „ორი ნაბიჯის“ წინ გადასადგმელად, თუ გინდათ, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე - პოლიტიკური კატასტროფა აიცილოთ თავიდან!!!
P.S. საქართველოს პარლამენტის ნაცდეპუტატის მელიას დაჭერა კი, პოლიტიკურად და რაც მთავარია მორალურად, დადებითს არაფერს მოგიტანთ, პირიქით, მასების თვალში - „მელიას მგლად გადააქცევთ და გმირის მანტიით შემოსავთ“!!!
ჯუმბერ კირვალიძე,
პოლიტოლოგი
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.