შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, "112"-დან შემოსული შეტყობინების საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1987 წელს დაბადებული ნ.რ. მძევლად ხელში ჩაგდების და სხვისი ნივთის განზრახ დაზიანების ბრალდებით დააკავეს.
ჩადენილი დანაშაული 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
შსს-ს ცნობით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ნ.რ. მიმდინარე წლის 26 ივნისს, თბილისში, პეკინის გამზირზე მდებარე ტექნიკის მაღაზია "iplus"-ში შეიჭრა, რის შემდეგაც, გამყიდველს - თ.კ.-ს ძალადობის და დანის გამოყენებით სიცოცხლის მოსპობის მუქარით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფული და ტელეფონი მოსთხოვა. ბრალდებულმა ასევე დააზიანა მაღაზიის ინვენტარი და გასაყიდი საქონელი. საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ნ.რ. შემთხვევის ადგილზევე დააკავეს.
გამოძიება მძევლად ხელში ჩაგდების და სხვისი ნივთის განზრახ დაზიანების ფაქტებზე მიმდინარეობს, სსკ-ს 144-ე და 187-ე მუხლებით.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.