ნაძალადევის რაიონში, ე.წ. არაშენდას კორპუსის მიმდებარედ საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება სრულდება
27-06-2019, 11:42

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ნაძალადევის რაიონში, ზღვის უბნის (თემქა) XI მიკრორაიონის პირველ კვარტალში, ე.წ. არაშენდას კორპუსის მიმდებარედ გზის რეაბილიტაცია სრულდება. პროექტის ფარგლებში, მოეწყო ბორდიური და ასფალტის საფარი 5 500 კვ.მ ფართობზე დაიგო.

 

 

ბოლო ეტაპის საგზაო სამუშაოებს ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ხელაძე გაეცნო.

 

 

„ე.წ. არაშენდას კორპუსის მიმდებარედ მოვაწესრიგეთ საგზაო ინფრასტრუქტურა. ამ ტერიტორიაზე აქამდე ასაფალტის საფარი არ დაგებულა, მთლიანად გრუნტიანი გზა იყო.

 

 

კორპუსში 367 ოჯახი ცხოვრობს, რომლებიც უკვე კეთილმოწყობილი გზით ისარგებლებენ. სხვადასხვა პერიოდში შენობის შიგნითაც განვახორციელეთ ინფრასტრუქტურული სამუშაოები და ასევე, სამომავლოდ, საბავშვო გასართობი სივრცის მოწყობასაც ვგეგმავთ“, განაცხადა ირაკლი ხელაძემ.

 

 

პროექტის ღირებულება 200 000 ლარია. საგზაო სამუშაოები ნაძალადევის რაიონის გამგეობის დაკვეთით ხორციელდება.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი