დავით ბაქრაძე: პრემიერ მინისტრს დამალვა ვერ უშველის
27-06-2019, 13:00

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

,,ევროპულ საქართველოში" პრემიერ მინისტრის პარლამენტში დღეს დაგეგმილი გამოსვლის გადადებას ეხმაურებიან და აცხადებენ, რომ მთავრობის მეთაური საზოგადოებას დაემალა.

 

 

როგორც დავით ბაქრაძემ ცოტა ხნის წინ მედიას უთხრა, ბახტაძის პარლამენტში არმისვლის მიზეზი არის ის, რომ პრემიერ მინისტრს არ გააჩნია იმ მთავარ შეკითხვებზე პასუხები, რომელი შეკითხვებიც აქვთ როგორც დეპუტატებს, ისე ქართველ ხალხს.

 

 

„დღეს ქართულმა საზოგადოებამ იხილა დამალული პრემიერ მინისტრი, რომელიც ვერ მოდის პარლამენტში იმისთვის, რომ პასუხი გასცეს პარლამენტის წევრებისა და ხალხის შეკითხვებს. ბახტაძის არმოსვლა არის ერთადერთი რამის პირდაპირი აღიარება - პრემიერს და ხელისუფლებას არ აქვს პასუხი იმ მთავარ მოთხოვნაზე, რომლითაც უკვე კვირაზე მეტია ათასობით ადამიანი გამოდის ქუჩაში - ეს არის დარბევაში დამნაშავეების დასჯა და შს მინისტრის გადადგომა", აცხადებს დავით ბაქრაძე, რომელსაც მიაჩნია, რომ ,,ბახტაძეს დამალვა ვერ უშველის" და ხელისუფლება პასუხისმგებლობას ვერ გაექცევა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი