აშშ-ს მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული მორიგი სანქციები ძალაში შევიდა. უკრაინული მედიის ცნობით, აშშ-ის ფედერალური მთავრობის გაზეთში გამოქვეყნდა იმ ფიზიკური და იურიდიული პირების გაფართოებული სია, რომელთა წინააღმდეგაც სექტორული სანქციები ამოქმედდა.
სანქციების მიხედვით, სიაში მოხვდა შვიდი ფიზიკური პირი და ექვსი კომპანია, რომლებმაც ამ დრომდე დაწესებული სანქციები თავიდან აირიდეს, ასევე ორი რუსული კომპანია, რომელთა საქმიანობა რუსეთის სამხედრო ინდუსტრიასთან არის დაკავშირებული, ოთხი ყოფილი უკრაინელი მაღალჩინოსანი და მათი მხარდამჭერები, რომლებიც სახელმწიფო ქონების მოპარვასა და თანამდებობრივი უფლებამოსილების გადამეტებაში არიან ბრალდებულები, ვიქტორ იანუკოვიჩის შვილის კომპანია МАКО, ყირიმის პორტების ხუთი ოპერატორი და კიდევ 35 კომპანია.
აშშ-მა ამ დრომდე რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ არაერთი ეკონომიკური სანქცია დააწესა. დაწესდა არაერთი შეზღუდვა ფიზიკური და იურიდიული პირებისთვისაც.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.