,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ, რომელსაც თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ცოტა ხნის წინ აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000-ლარიანი გირაო შეეფარდა, მედიის წარმომადგენლებთან პირველი კომენტარი გააკეთა.
,,სასამართლო სხდომის დაწყებისთანავე მე მოსამართლეს ვუთხარი, რომ არ შემიცვლია აზრი მურუსიძე-ჩინჩალაძის სასამართლოს შესახებ. რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღოთ, ეს იქნება პოლიტიკური გადაწყვეტილება.
92 დაჩოქილი დეპუტატი დავინახე გუშინ, რომლებიც თითქოს ამსჯელეს, რომ მელია არის დამნაშავეო.... იმ საფრთხეების წინაშე დადგა ივანიშვილი, რომ ჩემს დაჭერას ამჯობინა, რაც გააკეთა.... მივმართავ იმ 92 დეპუტატს, აბრძანდით ახლა და მიბრძანდით თქვენს მეგობარ ბიძინა ივანიშვილთან, რა გაგიკეთათ - გაგაშიშვლათ, ღირსება აგყარათ, დაგამცირათ, მე მრცხვენია თქვენს ნაცვლად", განაცხადა ნიკა მელიამ.
ნიკა მელიასთვის ბრალდების მხარე წინასწარ პატიმრობას, ხოლო დაცვის მხარე 10 000-ლარიანი გირაოს შეფარდებას ითხოვდა.
მელიას, დეპუტატების გადაწყვეტილებით, გუშინ, 26 ივნისს დეპუტატის უფლებამოსილება შეუჩერდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.