ლევან იზორია ბრიუსელში ნატოს გენერალურ მდივანს შეხვდა
27-06-2019, 17:14

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ბრიუსელში იმყოფება, სადაც ჩრდილოატლანტიკური ალიანსის შტაბბინა ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების თავდაცვის მინისტრების შეხვედრებს მასპინძლობს. ლევან იზორია დღეს ნატოს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგსა და მის მოადგილეს როუზ გოტმიულერს შეხვდა.

 

 

თავდაცვის მინისტრმა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ხელმძღვანელ პირებთან ნატო-საქართველოს თანამშრომლობის მიმდინარე საკითხები და სამომავლო გეგმები განიხილა.

 

 

ლევან იზორიას განცხადებით, ძირითადი აქცენტი შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების განმტკიცების მიზნით ნატოს მეტ ჩართულობაზე გაკეთდა. „სწორედ ამას ემსახურებოდა გასულ კვირას იტალიაში, ნატოს სარდლობაში ჩემი ვიზიტი, სადაც შევიმუშავეთ კონკრეტული, პრაქტიკული გეგმები, როგორ უნდა მოხდეს ჩვენი თანამშრომლობის უფრო მაღალ ხარისხში აყვანა“, - განაცხადა ლევან იზორიამ.

 

 

შეხვედრებზე ხაზგასმით აღინიშნა საქართველოსა და ნატოს თანამშრომლობის მზარდი დინამიკა, თავდაცვის სფეროში განხორციელებული უპრეცედენტო რეფორმები და ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის იმპლემენტაციის კუთხით მიღწეული სამაგალითო პროგრესი. ნატოს მხარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორის გაძლიერების მიმართ მტკიცე და ურყევი მხარდაჭერა.

 

 

თავდაცვის მინისტერიალის ფარგლებში ლევან იზორია ნატოს მტკიცე მხარდაჭერის მისიის ფორმატში ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების თავდაცვის მინისტრების დონეზე გამართულ სხდომას დაესწრო, ორმხრივ ფორმატში კი, შეხვედრები გამართა ჰოლანდიის, რუმინეთისა და შვედეთის თავდაცვის მინისტრებთან.

 

 

ინფორმაციას თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი