საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია ვიზიტად ბრიუსელში იმყოფება, სადაც ჩრდილოატლანტიკური ალიანსის შტაბ-ბინა ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების თავდაცვის მინისტრების შეხვედრებს მასპინძლობს.
თავდაცვის მინისტრმა მედიის წარმომადგენლებთან ნატო-საქართველოს თანამშრომლობის შესახებ ისაუბრა. მისი განცხადებით, ნატოსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის უპრეცენდენტო დინამიკაა.
„მარტო წელს, შეიძლება ითქვას, რომ არასდროს ყოფილა ასეთი ინტენსიური ნატოს მხრიდან მაღალი სტრატეგიული დონის ვიზიტები საქართველოში, როგორიც გვქონდა; იქნება ეს ნატოს გენერალური მდივნის, სამხედრო კომიტეტის თუ უკვე ოქტომბერში დაგეგმილი ჩრდილოატლანტიკური საბჭოს ვიზიტი, რომელიც არის მკაფიო დემონსტრირება იმისა, თუ როგორ უჭერს მხარს ნატო საქართველოს, როგორც ერთ-ერთ ყველაზე კრიტიკულ პარტნიორს, რომელსაც ყველაზე დიდი წვლილი შეაქვს მსოფლიოში უსაფრთხოების უზრუნველყოფის საქმეში, როგორ უჭერს მხარს დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებას და როგორ აღიარებს საქართველოს, როგორც წარმატებულ მოდელს სხვა ნატოს პარტნიორი ქვეყნებისთვის. ეს არის, ასევე მკაფიო დემონსტრირება იმ მთავარი პრინციპისა, რასაც მეტი ნატო ჰქვია საქართველოში და ჩვენ ჩვენის მხრივ ვიღებთ, რა თქმა უნდა, უფრო მეტ პასუხისმგებლობას, რათა საქართველო უფრო მეტად იყოს ნატოში წარმოდგენილი და უფრო მეტად იყოს ნატოს სტანდარტებთან თავსებადი. ყველა ეს როგორც პოლიტიკურ დონეზე, ისე პრაქტიკულ დონეზე ჩვენი აქტიურობა ემსახურება, როგორც დემოკრატიული ინსტიტუტების განმტკიცებას ნატოსთან ურთიერთობის თვალსაზრისით ისე, რა თქმა უნდა, თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერებას, იმ მთავარი სტრატეგიული ამოცანის მიღწევისთვის, რასაც საქართველოს ნატოში გაწევრიანება და მისი სრულფასოვანი წევრობა ჰქვია“, განაცხადა ლევან იზორიამ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.