საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია ბრიუსელში, თავდაცვის მინისტერიალის ფარგლებში, ნატოს მტკიცე მხარდაჭერის მისიის (RSM) ფორმატში ალიანსის წევრი და პარტნიორი ქვეყნების თავდაცვის მინისტრების დონზე გამართულ სხდომას დაესწრო.
„როგორც ნატოს კრიტიკულმა პარტნიორმა ქვეყანამ, დღეს მონაწილეობა მივიღეთ მტკიცე მხარდაჭერის მისიის ფარგლებში კოლეგებთან უსაფრთხოების საკითხის განხილვაში, თუ რა მდგომარეობაა ავღანეთში. კიდევ ერთხელ გამოვხატეთ მზადყოფნა, გავაგრძელოთ მონაწილეობა მსოფლიოში გლობალური უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის. პრინციპულად ვუჭერთ მხარს ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორის ლიდერობით დაწყებულ პროცესს, რომელიც სამშვიდობო დიალოგს უკავშირდება და ავღანეთში ყველა სუბიექტის ჩართულობით გრძელვადიან პერსპექტივაში მშვიდობის უზრუნველყოფას ემსახურება. მივიჩნევთ, რომ სამხედრო კომპონენტთან ერთად, ამ დიალოგს აქვს კრიტიკული მნიშვნელობა, ასევე გრძელვადიან პერსპექტივაში ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებასთან ერთად რეგიონში მშვიდობის უზრუნველყოფისთვის“, განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.
თავდაცვის მინისტერიალის ფარგლებში, ლევან იზორია ნატოს გენერალურ მდივანს იენს სტოლტენბერგს, მის მოადგილეს როუზ გოტმიულერსა და უცხოელ კოლეგებს შეხვდა.
ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.