საქართველოს თავდაცვის ძალებში ტექნიკისა და ტექნიკური საშუალებების განახლება მიმდინარეობს. სამი ერთეული სამედიცინო ტრანსპორტი თავდაცვის ძალების დასავლეთ სარდლობის II და III ქვეით და აღმოსავლეთ სარდლობის IV მექანიზებულ ბრიგადებს გადაეცა.
თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ავტომობილები აღჭურვილია ევაკუაციისათვის და პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოსაჩენად საჭირო თანამედროვე სამედიცინო აღჭურვილობით. მაღალი გამავლობის სამედიცინო ტრანსპორტი ხელს შეუწყობს და გაამარტივებს სამედიცინო ევაკუაციის განხორციელებას, ასევე საქართველოს რელიეფის გათვალისწინებით ხელმისაწვდომს გახდის სახმელეთო ევაკუაციას ნებისმიერი წერტილიდან.
2019 წელს საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და „ტოიოტა ცენტრ საქართველოს“ თანამშრომლობის ფარგლებში, თავდაცვის ძალების საჭიროებისათვის სამი ერთეული სპეციალური, მაღალი გამავლობის სამედიცინო ევაკუაციის ავტომობილის შეძენა ტოიოტა ლენდკრუიზერის ბაზაზე განხორციელდა. მიმდინარე წელს ასევე იგეგემება, ოთხი ერთეული სამედიცინო ტრანსპორტის შესყიდვა, რომელიც პრიორიტეტის მიხედვით სხვადასხვა ქვედანაყოფში გადანაწილდება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.