„ჩვენ უფრო მეტი ნატოთი ვიქნებით წარმოდგენილი საქართველოში, რაც არის ყველაზე საიმედო და მყარი გარანტია საფრთხეების შეკავებისთვის“ - ლევან იზორია
27-06-2019, 18:58

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ბრიუსელში ვიზიტად მყოფმა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ ნატოს თავდაცვის მინისტერიალის ფარგლებში გამართული შეხვედრები შეაჯამა.

 

 

„მქონდა ძალიან საინტერესო შეხვედრები კონკრეტული გზავნილებითა და გეგმებით. პრაქტიკული თანამშრომლობის ის მექანიზმი, რომელიც გვაქვს ნატოსთან და გარკვეულ ინიციატივებს მოიცავს, პროგრესით მიმდინარეობს. მეტიც, წელს უმრავლესი მათგანი წარმატებით დასრულდება. ჩვენ უკვე განვიხილავთ თანამშრომლობის გაფართოების შესაძლებლობებს, რომელიც უფრო ყოვლისმომცველ სპექტრს მოიცავს, განსაკუთრებით ერთობლივი სწავლებების კომპონენტს; მათ შორის, ახალი ელემენტების - საზღვაო, ამფიბიური და კიბერუსაფრთხოების ინტეგრირება ერთობლივ სწავლებებში. ჩვენ უფრო მეტი ნატოთი ვიქნებით წარმოდგენილი საქართველოში, რაც არის ყველაზე საიმედო და მყარი გარანტია საფრთხეების შეკავებისთვის. ამ მიზნით, კონკრეტული გეგმის შემუშავება მიმდინარეობს, რომ მათ შორის, შავი ზღვის რეგიონში, საქართველოსთან ერთად, ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების ჩართულობით, ერთობლივი ძალისხმევა მიემართოს იმისკენ, რომ რეგიონში მეტი ნატო იყოს წარმოდგენილი. ეს კი, ყოვლისმომცველი სტრატეგიის ფარგლებში, რეგიონში ნატოს მხრიდან მეტ უსაფრთხოებას უზრუნველყოფს“, - განაცხადა ლევან იზორიამ.

 

 

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ბრიუსელში თავდაცვის მინისტერიალს დაესწრო და შეხვედრები გამართა ნატოს გენერალურ მდივანთან იენს სტოლტენბერგთან, მის მოადგილესთან და უცხოელ კოლეგებთან.

 

 

ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი