მსჯავრდებული მიხეილ საააკშვილისა და მისი აგრესიული ჯგუფის რიტორიკა არის ერთი და იგივე - ეს არის აგრესია, ძალადობა და მთავარია მიზანია, რომ როგორმე შემოიტანონ ქართულ საზოგადოებაში იმის განცდა, რომ იქნება არეულობა, აღნიშნული განცხადება პრემიერ მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ რამდენიმე წუთის წინ ჟურნალისტებთან შეხვედრისას გააკეთა.
მისი თქმით, აგრესიული რიტორიკა განსაკუთრებით 2016 წლის შემდეგ გააქტიურდა.
,,მათი დღის წესრიგია - არანაირი არჩევნები - ხელისუფლება უნდა დაემხოს.... 7 წელია ისინი ჩაუსაფრდნენ საკუთარ ქვეყანას, საკუთარ სამშობლოს და საკუთარ ხალხს. ისინი ელოდნენ, რომ ვიღაცას ფეხი დაუცდებოდა და დიახ, სამწუხაროდ, ჩვენ ფეხი დაგვიცდა", განაცხადა მამუკა ბახტაძემ ოპოზიციაზე საუბრისას.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.