პოლიციამ იმ მძიმე ღამეს გამოიყენა ლეგიტიმური უფლება, გამოეყენებინა ძალა, პროპორციულობის ნაწილში არსებობს გარკვეული კითხვის ნიშნები, რომელიც დეტალურად გამოსაძიებელია, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ ჟურნალისტებთან შეხვედრაზე განაცხადა.
ამასთან, როგორც შს მინისტრმა აღნიშნა, პოლიციის მიერ განხორციელებულ ღონისძიებაზე პასუხისმგებელი არის თავად.
„ღონისძიებაზე პასუხისმგებელი ვარ მე. ამ პასუხისმგებლობას ვიღებ სრულად. მე ვთვლი, რომ პოლიციამ იმ მძიმე ღამეს გამოიყენა ლეგიტიმური უფლება, გამოეყენებინა ძალა. პროპორციულობის ნაწილში არსებობს გარკვეული კითხვის ნიშნები გარკვეულ ეპიზოდებთან, რომელიც ასევე არის დეტალურად გამოსაძიებელი“, – განაცხადა გახარიამ.
მისი თქმით, სანამ არ გაეცემა პასუხი ძალის პროპორციულობის ნაწილში კითხვებს, ის დაიცავს თითოეულ პოლიციელს.
„აბსოლუტურად მკაფიოდ ვყოფ სამართლებრივ და პოლიტიკურ ნაწილს. სამართლებრივი ნაწილი, რომელიც მისაყვანია ბოლომდე, გამოსაძიებელია და ამას არ იძიებს შინაგან საქმეთა სამინისტრო. ამას ვიძიებთ აბსოლუტურად ღიად, მზად ვართ, ამაში ჩაერთოს, როგორც სახალხო დამცველი, ასევე ყველა დაინტერესებული მხარე. სანამ არ იქნება დასმული წერტილი და არ გაეცემა პასუხი ამ პროპორციულობის ნაწილს, მე ვარ აქ და დავიცავ თითოეულ პოლიციელს, რომელსაც დღეს ზოგიერთი ჩვენი მოქალაქე ცდილობს, ბულინგის სახით მოუწყოს სახალხო სასამართლო, რაც ასევე მიუღებელია“, – განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა.
1TV.GE
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.