უხვმა ნალექმა ონის მუნიციპალიტეტს პრობლემები შეუქმნა
28-06-2019, 10:11

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ონის მუნიციპალიტეტში მოსულმა უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა. ძლიერი წვიმის შედეგად სოფელ ჟინჭვისში მდინარე გომრულას წყლის დონემ მკვეთრად მოიმატა, რის შედეგადაც დაზიანდა და მწყობრიდან გამოვიდა მდინარის გასწვრივ მოწყობილი ნაპირსამაგრი გაბიონები.

 

 

სტიქიის შედეგად კურორტ შოვში, მდინარე დღვიორა ადიდდდა, შედეგად კი, დაზიანდა ქუთაისი-ალპანა-მამისონის სახელმწიფო გზის 137-კმ.ზე გზის მონაკვეთი და ასევე გზის გასწვრივ მოწყობილი წყალმომარაგების ქსელი, საიდანაც სასმელი წყალი მიეწოდება კურორტ შოვს და სოფელ გლოლას.

 


ვითარებას ადგილზე გაეცნო ონის მუნიციპალიტეტის მერი ემზარ საბანაძე, მოადგილესთან დიმიტრი საყვარელიძესთან და შესაბამის სამსახურებთან ერთად.

 

 

შექმნილია შესაბამისი კომისია და უახლოეს მომავალში მოხდება სავარაუდო ზარალის ოდენობის დადგენა.

 

 

ინფორმაციას ონის მერია ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი