ნიკო ლორთქიფანიძის მუზეუმთან მისასვლელი გზის მშენებლობა სრულდება. სამუშაოები წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერმა, გრიგოლ იოსელიანმა და პირველმა მოადგილემ, ზურაბ მაისურაძემ დაათვალიერეს.
აღნიშნული პროექტი რეგიონული განვითარების ფონდით და ადგილობრივი ბიუჯეტის 5%-იანი წილით ფინანსდება და სულ 598656 ლარი იხარჯება.
„ნიკო ლორთქიფანიძის მუზეუმი უცხოელი ტურისტებისთვის და საქართველოს მოქალაქეებისთვის წყალტუბოს მუნიციპალიტეტში ერთ- ერთი მნიშვნელოვანი ობიექტია. გასულ წელს, ლორთქიფანიძის სახლ-მუზეუმში, ფესტივალი „არტ - გენიც“ ჩატარდა, თუმცა მთავარ პრობლემად მაინც უგზოობა სახელდებოდა, ჩვენი პრიორიტეტი ტურიზმია, ამიტომ აქ გზა სრულად კეთდება, სამუშაოები თითქმის დასრულებულია“, განაცხადა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერმა, გრიგოლ იოსელიანმა.
სულ რამდენიმე დღეში ნიკო ლორთქიფანიძის მუზეუმთან მისასვლელი 3 კვ-იანი გზა რეაბილიტირებული და განახლებული იქნება.
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერმა სოფელ გვიშტიბში, ბეტონის გზის რეაბილიტაციის სამუშოებიც დაათვალიერა და ადგილობრივი მოსახლეობას შეხვდა.
გზის რეაბილიტაციის პროექტი რეგიონული განვითარების ფონდის და ადგილობრივი ბიუჯეტის 5 %-იანი ფინანსული წილით ხორცილედება, სულ 325440 ლარი იხარჯება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.