ნიკა მელია: დილით ავდგები, გავიკეთებ ჰალსტუხს, ჩავიცვამ პიჯაკს, მივალ პარლამენტში, გამოვალ სიტყვით და დამაპატიმრებენ?
28-06-2019, 12:22

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

წარმოიდგინეთ, დილით ავდგები, გავიკეთებ ჰალსტუხს, ჩავიცვამ პიჯაკს, მივალ პარლამენტში, გამოვალ სიტყვით და დამაპატიმრებენ? ასე პასუხობს ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ნიკა მელია საპარლამენტო უმრავლესობის ნაწილს, რომელიც აცხადებს, რომ სასამართლოს მიერ დაწესებული შეზღუდვების გამო, მელია ვეღარ შეძლებს სრულფასოვან საქმიანობას პარლამენტში.

 

 

მელიას თქმით, მას შემდეგ, რაც თბილისის საქალაქო სასამართლომ მას აღკვეთის ღონიძიებად გირაო შეუფარდა, აქვს უფლება კვლავ განახორციელოს დეპუტატის უფლებამოსილება.

 

 

„გუშინწინ მუშტებს მიქნევდნენ ხელებს მიქნევდნენ და მეუბნებოდნენ, რომ დასაჭერი ხარ. დღეს კიდევ უფრო დაბნეული და ჩაფიქრებული არიან და პოლიტიკური დოინჯის პოზა აქვთ, ასე დგანან და არ იციან რა გააკეთონ.

 

 

ეს არ არის მთავარი, მთავარია, რომ მე ვიცი რაც უნდა გავაკეთო. ვივლი პარლამენტში, როგორც მინიმუმ.... ცივილიზებულ სამყაროს რას ეტყვიან, რომ გამოცხადდა პარლამენტარი, წარმოთქვა სიტყვა - ეს არის გირაოს პირობების დარღვევა და უნდა წავიდეს ციხეში? სადაც არ უნდა გაიხედონ ყველგან თავი მოეჭრებათ იმიტომ, რომ ბოროტი განზრახვა ჰქონდათ და ეს განზრახვა სისრულეში ვერ მოიყვანეს. აბსურდულ სპირალში არიან შესული", უთხრა ნიკა მელიამ ,,რუსთავი 2"-ს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი