დავით უსუფაშვილი: „ქართულ ოცნებას“ სურს, მთელი ქვეყანა მელიას თმებს დავსდევდეთ, რომ არაფერი ჩამოუვარდეს მართლა
28-06-2019, 13:05

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

,,ქართულ ოცნებას" სურს, მთელი ქვეყანა მელიას თმებს დავსდევდეთ, რომ არაფერი ჩამოუვარდეს მართლა, აღნიშნული განცხადება ,,შენების მოძრაობის" ლიდერმა, დავით უსუფაშვილმა გააკეთა.

 


როგორც უსუფაშვილი აცხადებს, პარლამენტს არ შეუძლია ნიკა მელიას უფლებამოსილება შეუწყვიტოს.

 

 

,,დიახ, პარლამენტის წევრი შეიძლება იქნას დაპატიმრებული, მაგრამ იმ შემთხვევაში თუ ამაზე თანახმაა პარლამენტიც და სასამართლოც და თუ დაპატიმრებულია, მაშინ პარლამენტს შეუძლია შეუწყვიტოს უფლებამოსილება. მელია პარლამენტმა არ დააპატიმრა. შესაბამისად, მისთვის უფლებამოსილების შეწყვეტა პარლამენტს არ შეუძლია.

 

 

შესაბამისად, მას აქვს პარლამენტის წევრისთვის ამ კონსტიტუციით გარანტირებული ყველა უფლება, მათ შორის პარლამენტში მისვლა და სიტყვით გამოსვლა....

 

 

პარლამენტშიც ახლა ალაპარაკდნენ, რომ შევხედავთ სასამართლომ რა თქვა და მერე შეიძლება შევუწყვიტოთ უფლებამოსილებაო, ეს არის სრულიად გაუგონარი არაკომპეტენტურობა, არაკვალიფიციურობა. სურს ,,ოცნებას", რომ მთელი ქვეყანა მელიას თმებს დავდევდეთ, რომ არაფერი ჩამოუვარდეს მართლა", ამბობს დავით უსუფაშვილი.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი