შერიგებისა და სამოქალაქო საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ენგურის ხიდის ჩაკეტვას ეხმაურება. როგორც ქეთევან ციხელაშვილი აცხადებს, მთავრობა უკანონო შეზღუდვის მოხსნას ყველა ფორმალური და არაფორმალური გზით ცდილობს.
„ჩემთვის ახლა მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს იმ ადამიანების ინტერესებზე ზრუნვა, რომლებიც ყველაზე მეტად ზარალდება იმ უკანონო შეზღუდვით. შესაბამისად, ძალიან ინტენსიურ რეჟიმში სხვა შესაბამის სტრუქტურასთან ერთად ჩართული ვართ იმაში, რომ ეს უკანონო შეზღუდვა მაქსიმალურად მოკლე ვადებში მოიხსნას, რომ მოსახლეობა მძიმედ არ დაზარალდეს. ჩვენ უკვე გუშინდელი დღიდან გვაქვს კომუნიკაცია ყველა ფორმალური, თუ არაფორმალური არხით, მათ შორის, ჩვენი პარტნიორების მეშვეობით", აცხადებს ქეთევან ციხელაშვილი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.