შინაგან საქმეთა მინისტრს ჩემგან და საზოგადოების ყველა წევრისგან ეკუთვნის მადლობა, - განაცხადა საქართველოს პრემიერ მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ამ წუთებში მიმდინარე ბრიფინგზე.
პრემიერ მინისტრმა 20-21 ივნისის მოვლენების შეფასებისას თქვა, რომ „ეს ძალიან დიდი გამოწვევა იყო ჩვენი ქვეყნისთვის“ და დასძინა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ ქვეყანა სახელმწიფო გადატრიალებისგან გადაარჩინა.
მან განაცხადა, რომ ძალის გამოყენება ლეგიტიმური იყო, თუმცა ძალის გადამეტებასაც ჰქონდა ადგილი და ამას გამოძიების დასრულებისთანავე კონკრეტული პასუხი გაეცემა.
ბახტაძემ აღნიშნა, რომ პროცესები რუსთაველის გამზირზე უპასუხისმეგებლო ოპოზიციის პროვოცირებული იყო. „არც ერთ საერთაშორისო პარტნიორს არ აქვს კითხვის ნიშნები ძალის გამოყენების ლეგიტიმურობასთან დაკავშირებით“, განაცხადა ბახტაძემ.
პრემიერმა თქვა, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 20 ივნისს დემონსტრაციაზე მისული გულწრფელი ადამიანების პროტესტი თავისი პროვოკაციული მიზნებისთვის გამოიყენა და ამას ხელმძღვანელობდა მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილი და ეს არ მომხდარა მხოლოდ 20 ივნისს და ამას ბოლო წლებში სისტემატური ხასიათი აქვს აღნიშნული პოლიტიკური ძალის ლიდერის და მისგან მართული მედიის მხრიდან.
„ბატონი სააკაშვილის მცდელობა ყოველთვის იყო რადიკალიზაცია და პოლარიზაცია“, განაცხადა ბახტაძემ და დაამატა, რომ დღევანდელი ხელისუფლება ამას არ დაუშვებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.