მაია ცქიტიშვილი: შინაგან საქმეთა მინისტრს პასუხისმგებლობა უნდა აეღო იმ შემთხვევაში, თუ პოლიცია ვერ აღკვეთდა პარლამენტის შტურმისა და მასობრივი არეულობის შემთხვევებს
28-06-2019, 15:41

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

არ არსებობს კითხვა პოლიციის მხრიდან ძალის გამოყენების ლეგიტიმურობასთან დაკავშირებით, აღნიშნული განცხადება რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მთავრობის ადმინისტრაციაში გააკეთა.

 

 

როგორც მაია ცქიტიშვილმა აღნიშნა, 20 ივნისის ღამეს პოლიციამ ,,აგრესიული ძალების ქმედებები" აღკვეთა.

 

 

,,რაც შეეხება ძალის გამოყენების არაპროპორციულობას ან ძალის გამოყენების გადამეტებას, ჩვენ თავიდანვე ვთქვით, რომ ძალის გამოყენების გადამეტების შემთხვევები, რომლებიც ვიხილეთ მათ შორის პირდაპირი ეთერით, იყო მხოლოდ ცალკეული შემთხვევები და ამ ცალკეულ შემთხვევებთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება და გამოძიება ინიცირებული იყო შსს-მიერ და პროკურატურის მიერ.... პოლიცია მოქმედებდა კანონის დაცვით, ლეგიტიმურად", განაცხადა მინისტრმა, რომელიც ასევე შს მინისტრის პასუხისმგებლობის საკითხსაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ გიორგი გახარიას პასუხისმგებლობის საკითხი დადგებოდა იმ შემთხვევაში, თუ იგი ვერ აღკვეთდა პარლამენტის შენობაზე შტურმს.

 

 

,,შინაგან საქმეთა მინისტრს პასუხისმგებლობა უნდა აეღო იმ შემთხვევაში, თუ პოლიცია ვერ აღკვეთდა პარლამენტის შტურმისა და მასობრივი არეულობის შემთხვევებს. შსს-მ სწორედ რომ თავისი ვალდებულება შეასრულა. შს მინისტრის პასუხისმგებლობა არ არის და ვერ იქნება", განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი